კალათა

დეტალურად

ქართველ ენათმეცნიერს, ლექსიკოლოგს მიხელ ჭაბაშვილს (1916-1996) მკითხველი იცნობს, როგორც უცხო სიტყვათა ლექსიკონის ავტორსა და შემდგენელს, ქართული ენის განმარტებითი და სხვა ლექსიკონების ერთ-ერთ რედაქტორს. სიცოცხლის ბოლოს მან დაწერა „მოგონებები“, სადაც ასახულია, თუ როგორ გაიარა მისმა ბავშვობამ, მოწაფეობისა და სტუდენტობის წლებმა XX საუკუნის ისტორიული მოვლენების – მძიმე 20-30-იანი წლების, მეორე მსოფლიო ომის, ომისშემდგომი წლების ფონზე. ავტორი მსუბუქი იუმორით აღწერს თბილისის ცხოვრებას სვანეთისუბნის მაგალითზე, მადლიერებით იგონებს სკოლას, პედაგოგებს, რომლებმაც გზაზე დააყენეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებთან ერთად თითქმის მთელი ცხოვრება ქმნიდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულს.
  • წინასიტყვაობის მაგიერ
  • დედა, მამა და გაგა
  • სვანეთისუბანი და სვანეთისუბნელები
  • დაწყებით სკოლაში
  • სოფელი რუისი და რუისელები; ცოტა რამ ქიზიყსა და ქიზიყელებზე
  • „მესამე საცდელში“ და მოწაფეობის დროინდელი სხვა ამბები
  • უნივერსიტეტში
  • ომის წლებში
  • პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში
  • არნოლდ ჩიქობავა
  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
  • შუა და ბოლო წლები
  • ფორტუნა მწყალობდა
  • სქოლიო