ილუსტრირებული გამოცემა.
თუ აქამდე წითელკუდა თაგვები თავიანთი გამორჩეულობის შესახებ სიამაყით გიამბობდნენ და თქვენც მათი ტრაბახის გულუბრყვილოდ გჯეროდათ, ახლა უკვე გეცოდინებათ, რატომ შეუღებეს მინდვრის თაგვს, ხვიჩას, კუდი. აქვე წაიკითხავთ ჩემპიონი კალიას – კოსტა-ბრავოს სევდიან ისტორიას, გაიცნობთ ტყის მელამთავარს – დე ლა მელას და უფრო მეტს გაიგებთ კეთილი არსებების – ბასუნსულების შესახებ. ზაზა აბზიანიძის ზღაპრები ბავშვებს სიკეთეზე, სამართლიანობასა და ერთგულებაზე უამბობს, საინტერესო ამბები არა მარტო პატარებს, მათ მშობლებსაც გაახალისებს. წიგნი ავტორის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც ბავშვებს ზღაპრების უკეთ აღქმაში დაეხმარებათ.
- ყდა
- თავფურცელი
- წითელკუდა
- კოსტა-ბრავო
- ამბავი დე ლა მელასი
- ბაბთა
- სქოლიო