შეიძლება თუ არა სიცოცხლის სხვადასხვა გამოვლინების შემსწავლელი მეცნიერებები ცოდნის ერთიან, უნიფიცირებულ სისტემად გაერთიანდეს? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ზაზა კიკვიძისა და გიგი თევზაძის ნაშრომი გაგცემთ: ავტორები გვთავაზობენ ზუსტი, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მონაცემების საკუთარ ხედვას და, ვფიქრობთ, ყველასთვის საინტერესო შედეგებამდე მიდიან. რა დასკვნას აკეთებენ ისინი და რა პასუხს იძლევიან კითხვაზე: როგორ მივყავართ სიცოცხლის ახალ განსაზღვრებას სოციალური ქცევით გადარჩევის თეორიამდე და ღმერთის იდეის წარმოშობის ახსნამდე, ამას წინამდებარე წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ.
- წინასიტყვაობა
- 1. ევოლუციური თეორიები: ორ D-ს შორის (Darwin, Dawkins)
- 2. სიცოცხლე არის ინფორმაციის მიერ მასისა და ენერგიის მართვა
- 3. სოციალური ქცევა არის გარემოს მართვა ინფორმაციის საშუალებით
- 4. სოციალური ქცევა და ევოლუცია
- 5. სიცოცხლის სამი ფორმა
- 6. სოციალური გადარჩევა vs სქესობრივი გადარჩევა
- 6.1. სქესობრივი გადარჩევის თეორია: დარვინი და თანამედროვე შეხედულებები
- 6.2. სქესობრივი გადარჩევა მცენარეებში
- 7. ფიზიკური გადარჩევა და სოციალური ქცევით გადარჩევა
- 8. ადამიანის ქცევის ევოლუცია დღემდე და დღეის შემდეგ
- 9. უზენაესი არსების იდეის წარმოშობის ევოლუციური საფუძვლები
- ბოლოსიტყვაობა: გონების მყარი ილუზიების წინააღმდეგ
- მითითებული ლიტერატურა