ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მზეთუნახავთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს - ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც...
წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი - არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ - და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე. მეგობრისათვის თავდადებული სალამურას, ციცინათელების კეთილი და სევდიანი მწყემსი ბაიას, ცრუმზეთუნახავი ფრინტასა და სასაცილო უფლისწულის, ქონდარუხის გაცნობაში წიგნის მხიარული ილუსტრაციები დაგეხმარება.
პატარა ბიჭუნას დიდი თავგადასავალი შენი და შენი მეგობრების საყვარელი წიგნი გახდება - ის ხომ შენი მშობლების უსაყვარლესი წიგნი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი შენხელები იყვნენ.
ილუსტრირებული გამოცემა.
- ყდა
- თავფურცელი
- ნაწილი პირველი. განსაცდელი
- უფლისწულის უცნაური სიზმარი
- სალამურა და ზარმაცი ჭიამაიები
- გრიგალი. შეხვედრა ტყის პირას
- სალამურას და ბაიას საუბარი. ღამის სიმღერა და დამშვიდობება
- ისევ ქონდარეთი. სახელგანთქმული ფეხბურთელის მარცხი
- როგორ განადგურდა ერთ ღამეში დაწერილი 23 ლექსი
- თათბირი ხელმწიფის სასახლეში. ბრძენი კინა-ლოკო
- საგონებელში ჩავარდნილი ელჩები მეორე ვეზირმა იხსნა
- ქონდართუხუცესის ვერაგული ზრახვები
- უფლისწულის გაღვიძება. სასახლის ბაღში ციცინათელების ცრუ მზეთუნახავია
- დაკარგული ჭიამაიების პოვნა. ისევ ტყისპირი. სამწუხარო ამბავი
- ბაიას საძებნელად გამგზავრება. სირბილა. თოკზე მოსიარულეთა ქალაქი
- ვიღაც ღონიერი ხელებით დასწვდა სალამურას
- ალე ჰოპი – დაკოჭლებული ჯამბაზი
- წვრთნა
- აფიშა. სირბილა პოულობს სალამურას
- ძველი მოკრივის წერილი
- სალამურის დამკვრელი ჯამბაზი ბიჭუნა. ოთხმაგი სალტო
- ლაყე კვერცხები. სალამურამ გაქცევა სცადა
- მოკრივეთა ქალაქი. ძველი მოკრივე
- განხეთქილება. ძველი მოკრივე იმარჯვებს
- კრივის გაკვეთილები. პირველი ბრძოლები
- გაქცევა
- პოეტების ქვეყანაში. აგამემნონ შუბლა
- მითქმა- მოთქმა
- საუბარი აივანზე
- შეხვედრა კლუბში. ჩაშლილი ერთი ლექსის საღამო
- ხელმწიფის მეთხუთმეტე ქანდაკება. მეორე ვეზირი მაინც კმაყოფილია
- ბაია ხელმწიფის სასახლეში
- ასკინკილა და თვალხუჭობანა
- ფეხბურთელის უარი და საიდუმლო საკანი. ფრინტას ფანჯარაში სინათლე ანთია
- ბაიას ამაოდ ეძებენ. ფრინტა მოიტაცეს
- ნაწილი მეორე. საქმენი საგმირონი
- მხცოვანი პოეტის რჩევა-დარიგება
- დახლზე გაშლილი ხილი. ფრინტა სილამაზის სალონში
- ქონდარელები ფეხბურთელის განთავისუფლებას მოითხოვენ
- სალამურა ქონდართუხუცესთან. ქარბორბალა – ქონდართუხუცესის პირადი მცველი
- ქარბორბალა ქონდარელებს დაერია
- სალამურას და ქარბორბალას პირველი შერკინება
- ქონდარელებისა და სალამურას დამეგობრება
- საიდუმლო გვირაბი
- ქონდარეთში გაკრული განცხადება. მჭედელი დაჰკა-დაჰკა დაეჭვებულია
- ბაია და მოციმციმე ოქროს ვარსკვლავები
- „მაღრიბელი“ ჯამბაზი
- „მაღრიბელი“ ჯამბაზი ქონდარელებს თავის ხელოვნებას უჩვენებს, მაგრამ...
- ქარბორბალას და სალამურას მეორე შერკინება
- უფლისწულისა და სალამურას შეხვედრა. წკიპურტი, რომელმაც შეძრა მთელი ქონდარეთი
- კუნძულზე
- ციცინათელები მიფრინავენ ბაიას საძებნელად და პოულობენ
- ტყისმჭრელები კუნძულზე
- ხის კენწეროდან ნასროლი ქამანდი
- საკვამურიდან საკანში
- ქონდართუხუცესი ვეღარ ცნობს თავის ქალიშვილს. ქონდარელების ალყაში
- გალიაში შემწყვდეული ქარბორბალა. ციხის მცველი რაზა ქარბორბალას მარწუხებში
- ქონდართუხუცესი არღვევს პირობას. სალამურა საიდუმლო საკანში
- მჭედელი დაჰკა-დაჰკა პოულობს სალამურას და ბაიას. ქარბორბალას უნდა მჭედელი გახდეს
- გამარჯვებულთა ზეიმი. მზის ამოსვლა
- აქ ნამდვილად მთავრდება ზღაპარი