ბელარუსი რუსულენოვანი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ის ავტორია, რომელსაც თარგმნიან და ინტერესით კითხულობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მას რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მათ შორის პრემია „ტრიუმფი“ – 1997 წ. (რუსეთი); რემარკის პრემია – 2001 წ. (გერმანია), ამერიკელ კრიტიკოსთა პრემია – 2006 წ. (აშშ), შარშან კი მწერალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა გაერთიანებამ მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა. სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა (და პოსტსაბჭოთა) მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმოებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას. რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა. ციკლი ხუთი წიგნისგან შედგება: „ომს ქალის სახე არ აქვს“ (1985), „თუთიის ბიჭები“ (1991), „სიკვდილით მოჯადოებულნი“ (1993-1994) და „სექენდ ჰენდის დრო“ (2001). „ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს ავტორი. ეს წიგნი ზეპირი ისტორიის მეთოდითაა დაწერილი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.
- ისტორიული ცნობები
- მარტოსული ადამიანის ხმა
- ავტორის ინტერვიუ საკუთარ თავთან
- თავი პირველი
- მკვდართა მიწა
- ჯარისკაცთა ქორო
- თავი მეორე
- ქმნილებათა გვირგვინი
- ხალხის ქორო
- თავი მესამე
- აღტაცება სევდით
- ბავშვთა ქორო
- მარტოსული ადამიანის ხმა
- ეპილოგის მაგივრად