კალათა

დეტალურად

ერკიულ პუარო და კაპიტანი ჰასტინგსი ზღვისპირა ქალაქ სენტ ლუში დასასვენებლად ჩადიან. პირველივე დღეს სასტუმრო „მაჟესტიკის“ ტერასაზე პუაროს ყურთან ფუტკარი ბზუილით ჩაიფრენს. და მაშინვე მოსახვევში მომხიბლავი ქალიშვილი გამოჩნდება – მადმუაზელ ნიკი ბაკლი – ენდჰაუსის მფლობელი, მხიარული, უზრუნველი და ცოტათი დაბნეული. მალე მკვლელობა მოხდება. ყველაფერი კი გახვრეტილი შლაპიდან იწყება. ენდჰაუსი – ქალაქის განაპირას მდგარი ძველი სახლი. რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა? ვინ არიან სინამდვილეში იქ მცხოვრები ადამიანები? ვინ არის მკვლელი? რესპექტაბელური ვექილი? უმწეო „დედილო“? მოსამსახურეები? სტუმრები? რა საიდუმლოს მალავს იდუმალი ლამაზმანი ფრედერიკა რაისი? ვინ აიღო რევოლვერი ნიშაში მოთავსებული სამალავიდან? პუარო გამოძიებას იწყებს. რომანში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ერთდროულად ვითარდება და უცნაურად უკავშირდება ერთმანეთს – სასიყვარულო სამკუთხედი, ცნობილი მფრინავის დაღუპვა, ანდერძი, წერილები, მეტსახელი... ცნობილი დეტექტივი გრანდიოზულ ფინალურ სპექტაკლს გაითამაშებს, გარდაცვლილით მთავარ როლში...
  • თავი 1. სასტუმრო «მაჯესტიკი»
  • თავი 2. ენდჰაუსი
  • თავი 3. ინციდენტები
  • თავი 4. კიდევ არის რაღაც
  • თავი 5. მისტერ და მისის კროფტები
  • თავი 6. სტუმრად მისტერ ვაიზთან
  • თავი 7. ტრაგედია
  • თავი 8. საბედისწერო შალი
  • თავი 9. დან J-მდე
  • თავი 10. ნიკის საიდუმლო
  • თავი 11. მოტივი
  • თავი 12. ელენი
  • თავი 13. წერილები
  • თავი 14. დაკარგული ანდერძის საიდუმლო
  • თავი 15. ფრედერიკას უცნაური ქცევა
  • თავი 16. ინტერვიუ მისტერ უიფილდთან
  • თავი 17. შოკოლადის კანფეტების ყუთი
  • თავი 18. სახე სარკმელში
  • თავი 19. პუარო სპექტაკლს დგამს
  • თავი 20. J
  • თავი 21. მოქმედი პირი – K
  • თავი 22. ამბის დასასრული