პოეტური ალქიმიის შედეგია სიტყვა, რომელიც საგნისა და მოვლენის არსს პირვანდელ აზრს უბრუნებს – ნატო ინგოროყვას კრებულში ამ ალქიმიის საიდუმლო პროცესსაც დაესწრება მკითხველი და შედეგსაც „იწვნევს“. ეპისტოლური განწყობის ლექსებს ერთი საერთო ადრესატი ჰყავს, ვისთვის უზენაესი, ვისთვის სატრფო, ვისთვისაც – უბრალოდ მოყვასი, ვის გამოც „ფორმაცვალებადი სიტყვა ყოფნა“ სხვა მნიშვნელობას იძენს... ვისაც გულწრფელი ვნებით მიმართავს პოეტი: „დამრგე ლეღვის ხედ, და მის ტოტებში არბენინე რძე, რომელიც დააშრე ჩემში“... სულის უღრმესი შრეებიდან ნაგრძნობი სამყარო; გამჭვირვალე, ამოტრიალებული მზერა; ტკივილის ზღვარზე მოტივტივე ყოფის ასახვა – ეს ყოველივე კრებულს ლიტურგიის ფარულ მელოდიას სძენს და სიტყვიდან სიტყვაში აცოცხლებს გვარიანად მივიწყებულ ადამიანურ განცდებს, სიყვარულის რელიგიით მსჭვალავს და აკანონებს ერთი შეხედვით შეუძლებელ მოვლენებს. პოეტი ამასაც განმარტავს: „და თუ პირველად იყო სიტყვა – მე ვწერ შენს სახელს“. ეს სახელი ჰქვია ნატო ინგოროყვას პოეზიას.
- ადრესატი
- უსიტყვოდ
- აღსარება
- მტრედების დაპურება
- არ-საით
- არავინ
- ანგარიში
- ფრენამდე
- უარი
- ამბავი
- ორი
- ცდა
- საგან-სიტყვები
- დამალობანა
- პირის - პირ
- ვიდრე ნოემბრამდე
- 11.11.2011
- საკურთხი
- წყევლა (კადრი)
- სიზმარ-ცხადი
- ჩვენ
- სადგური
- შერიგებისთვის
- ამო-ლ-ამბები
- ხასიათი – კადრი
- წერილი
- წითელი, მწვანე, ყვითელი
- გაკვეთილი – გამეორებით
- შიში
- ილუზია
- DELETE
- სიჩუმის ხმაურზე
- კადრი
- ნიშნები. დაგეროტიპი.
- ბოლოთქმა