კალათა

დეტალურად

ფრანგული სოციოლოგიის ფუძემდებლის ემილ დიურკემის (1858-1917) სახით სოციოლოგიას მოევლინა მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებების მოყვარული მოაზროვნე, რომლის სოციოლოგიურმა თეორიამ დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთ ევროპის სოციოლოგიურ მემკვიდრეობაზე. სოციოლოგთა საერთო ნაკლად დიურკემს მიაჩნია სოციალური ფაქტების ზერელე კვლევა, მსჯელობა არა საგნებზე, არამედ კონცეპტებზე; სოციალური მოვლენების რაობა სოციოლოგთაგან მხოლოდ კონტმა აღიარა იმპლიციტურად. სპენსერის, მილისა და კონტისაგან განსხვავებით, სოციალურ მოვლენათა აღწერისა და ახსნის მიზნით, დიურკემი საჭიროდ მიიჩნევს გონებასა და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული საგანგებო მეთოდით ხელმძღვანელობას. დიურკემი იკვლევს თავად სოლიდარობის განმაპირობებელ მიზეზს, რომლის წყაროც არის შრომის დანაწილება – საზოგადოებრივი წყობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიურკემს სოლიდარობა მიაჩნია უმაღლეს პრინციპად, უნივერსალურ ღირებულებად. ავტორისათვის ნათელია, რომ თანამედროვე საზოგადოებებში სულ უფრო მეტად შეინიშნება შრომის დანაწილების მზარდი გავლენა არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების სრულიად განსხვავებულ სფეროებში. აქედან გამომდინარე, მისი თეორიის თანახმად, განსხვავებით ეკონომისტებისაგან, შრომის დანაწილება მხოლოდ სოციალურ ძალთა მწარმოებლურობის ზრდის საშუალებამდე რომ დაყავდათ, შრომის დანაწილება, უწინარეს ყოვლისა, სოციალური კოჰეზიის წყაროა. ნაშრომში ფრანგი სოციოლოგი ერთმანეთისაგან განასხვავებს პოზიტიური სოლიდარობის ორ სახეს: მექანიკურ სოლიდარობას (ანუ მსგავსებით სოლიდარობას) და ორგანულ სოლიდარობას (დაფუძნებულს შრომის დანაწილებაზე). დიურკემი საგანგებო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ, ერთი მხრივ, რაც უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერია შრომის დანაწილების შედეგად წარმოქმნილი სოციალური კავშირები, მით უფრო მყარია ზნეობა. მორალურია ყოველივე ის, რაც სოლიდარობის წყაროა, რაც აიძულებს ადამიანს ანგარიში გაუწიოს სხვებს, არ იხელმძღვანელოს მხოლოდ საკუთარი ეგოისტური იმპულსებით თავის ქმედებებში.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • მეორე გამოცემის წინასიტყვაობა
  • პირველი გამოცემის წინასიტყვაობა
  • შესავალი. პრობლემა
  • წიგნი I. შრომის დანაწილების ფუნქცია
    • თავი I. შრომის დანაწილების ფუნქციის განმსაზღვრელი მეთოდი
    • თავი II. მექანიკური ანუ მსგავსებით სოლიდარობა
    • თავი III. შრომის დანაწილების საფუძველზე წარმოქმნილი სოლიდარობა ანუ ორგანული სოლიდარობა
    • თავი IV. წინათქმულის სხვა დამამტკიცებელი საბუთი
    • თავი V. ორგანული სოლიდარობის მზარდი უპირატესობა და მისი შედეგები
    • თავი VI. ორგანული სოლიდარობის მზარდი უპირატესობა და მისი შედეგები (გაგრძელება)
    • თავი VII. ორგანული სოლიდარობა და სახელშეკრულებო სოლიდარობა
  • წიგნი მეორე. მიზეზები და პირობები
    • თავი I. შრომის დანაწილებისა და ბედნიერების პროგრესი
    • თავი II. მიზეზები
    • თავი III. მეორეხარისხოვანი ფაქტორები. საერთო ცნობიერების მზარდი განუსაზღვრელობა და მისი მიზეზები
    • თავი IV. მეორეხარისხოვანი ფაქტორები (გაგრძელება). მემკვიდრეობა
    • თავი V. ზემოთქმულის შედეგები
  • მესამე წიგნი. ანორმალური ფორმები
    • თავი I. ანომიური შრომის დანაწილება
    • თავი II. იძულებითი შრომის დანაწილება
    • თავი III. სხვა ანორმალური ფორმა
  • დასკვნა
  • სქოლიო