კალათა

დეტალურად

სერიის – „ბიზნესის გენია“ – ამ ტომში მოთხრობილია საავტომობილო კომპანიის დამფუძნებლის, ჰენრი ფორდის შესახებ. ბიზნესმენმა, რომელსაც არასრული საშუალო განათლება ჰქონდა, საავტომობილო ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა. იგი გასაოცარი ინტუიციის, კრეატიული აზროვნებისა და მახვილი ჭკუის მეშვეობით მიზანს ყოველთვის აღწევდა. ჰენრი ფორდი ის ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა, მერე კი პირადი გამოცდილების, უამრავი შეცდომისა და წარმატებების წყალობით მთელი სამყაროს შეხედულება მანქანებისა და ზოგადად ბიზნესის შესახებ რადიკალურად შეცვალა. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ავტომობილების მეფე
  • ახალი ავტომობილი საუკეთესოა!
    • „გახსოვდეს, რომ ღმერთმა სათადარიგო ნაწილების გარეშე შეგქმნა“
    • პირველი „ფორდიდან“ საუკუნის ავტომობილამდე
    • „მფრინავი ლიზი“, რომელმაც „ამერიკა ბორბლებზე შესვა“
  • ფორდის საავტომობილო იმპერია
    • „ფორდის“ ისტორია
    • „ფორდიზმი“
    • ჰენრი ფორდი, II მსოფლიო ომი და ჰიტლერი
  • ცხოვრება მოგზაურობაა
    • ფორდების დინასტია
    • ცხოვრებისეული წინააღმდეგობები, ფაქტები
    • „აკეთე საქმე კარგად და წარმატებაც არ დაახანებს“
  • გამოყენებულიფოტომასალა
  • სქოლიო