კალათა

დეტალურად

ანანგა-რანგა Ananga Ranga (Stage of the bodiless one), ანუ —კამალედხიპლავა (ნავი სიყვარულის ზღვაში) Kamaledhiplava (Boat in the Sea of Love) — სერ რიჩარდ ფრენსის ბარტონმა 1885 წელს თარგმნა ფოსტერ ფიცჯერალდ არბატნეტთან (Forster Fitzgerald Arbuthnot) ერთად. (თარგმანის სახელწოდების სხვა ვერსიაც არსებობს — „ატმის რტო“.) პოეტმა ეს ტრაქტატი ლად კჰანის (Lad Khan) პატივისცემის ნიშნად შექმნა, რომელიც აჰმედ კჰან ლოდის (Ahmed Khan Lodi) ვაჟიშვილი იყო. ლოდების დინასტია ინდოეთს 1451-1526 წ.წ. მართავდა... „კამა-შასტრის“, კანონიკაში ლად კჰანივით უზადოდ განსწავლული არქი-პოეტი კალიანა მალლა ქმნის თავის უკვდავ და უნიკალურ ტრაქტატს — „ანანგა-რანგას“, რომელიც შუა საუკუნეების ძეგლად აღიარეს. ამ ტრაქტატს ხშირად ადარებენ კამა-სუტრას, რომელიც მას უდაოდ უდევს კიდეც საფუძვლად. ალბათ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს კამა-სუტრას ორეულის — ანანგა-რანგას ლიტურგიის რანგში აყვანა, რაც ჟამისწირვისას მონოტონურად და ხანგრძლივად ისე დიდხანს გასტანს ხოლმე, რომ არაერთგზის განმეორებისას კარგავს კიდეც რაღაც ღირებულს... — „ანანგა რანგა“ შუასაუკუნეების (დაახ. 15-16 ს.ს.) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მასში დაწვრილებით არის აღწერილი კოპულიაციის, სქესობრივი აქტის 32 პოზიცია. აქ, ნათლად ჩანს, თუ ვაციაიანას დროიდან დღემდე, როგორ იცვლის ფერს ინდუსების ცხოვრების ყაიდა და ნირი. თუ ძველად ინდოეთში ქორწინებაგარეშე სქესობრივი კავშირი საყოველთაოდ ფეხმოკიდებული იყო, ეჭვსგარეშეა, კალიანა მალლას უხდება ცხოვრება ისეთ მკაცრ, დახავსებულ და განუხრელ საზოგადოებაში, როდესაც გაუთხოვარ ქალს და უცოლო კაცს შეხვედრის სულ მცირე შესაძლებლობები ჰქონდათ. ამ ნაწარმოების თითოეული შლოკა-სტანცა (Shloka-stanza) ორგვარი მნიშვნელობის არის და შესაძლოა ისე ინტერპრეტირდეს, როგორც მისტიკური, იდუმალი ანდა სასიყვარულო... ეს წიგნი სარგებლობას მოუტანს ყველას, ვისაც მიზნად აქვს დასახული და წყურვილი ჰკლავს ზედმიწევნით შეისწავლოს დროს ტარების, ფლირტის და შეპირობების, ვნებიანი სიყვარულის, ფიზიკური სიახლოვის, არშიყობის და სასიყვარულო თამაშობების ხელოვნება და პრაქტიკა. ვინც ამას აპირებს, ადვილად მიხვდება, თუ რა დიდი სიამოვნებაა თვალწარმტაცი ქალის სხეულით ტკბობა, რა მომხიბლავი დელიკატური საკრავი ინსტრუმენტივითაა ქალი და რა ინსტრუმენტთმცოდნე უნდა იყოს ის, ვინც მას ეუფლება...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • ანანგა-რანგა
  • ქალთა ტიპები
  • მშვენიერთა სქესის ტიპები და ნიშანდობლივი თავისებურებები
  • დროის ფაზები, რომელთაც მოაქვთ ხორციელი სიამტკბილობა
  • ძლიერთა და მშვენიერთა სქესის არაერთგვაროვანი და გამორჩეული ტიპები
  • კონგრესსის, კოპულიატიური აქტის სახესხავაობანი
  • ქალების მთავარი ღირსებები და თვისობრიობა ტემპერამენტის თანახმად
  • დაქორწინება და საქორწილო ცერემონიები
  • ექსტერნალური ტკბობა
  • ინტერნალური ტკბობის ნაირ-ნაირი ფორმები
  • უცხო სიტყვათა განმარტება
  • ილუსტრაციები