კალათა

დეტალურად

რა არის ეს – დღიურები? ჩანაწერები? მემუარები ხომ არა და არა... ალბათ, უფრო – იმ წუთების, დღეების, იმ დროის მოხელთება, რომელმაც ცხოვრება, თავისი სირთულეების მიუხედავად, მაინც სამუდამოდ დაამშვენა და რომელსაც ახლა წარსული ჰქვია. ამ კრებულში იმ დროის ამბავია, რომელშიც, როგორც თავად ავტორი ამბობს: „სამუდამოდ დამთავრდა რაღაც“. 90-იანების მცხუნვარე სევდა – თავისი განუმეორებელი ადამიანებით, მოვლენებით, ისტორიებით; ბავშვობის მძაფრი შთაბეჭდილებები – მომდევნო წლების მსაჯულები; სიყვარულის ამბები – ყველაზე „კაცური“ საქციელებითა და დიდი ნაღველით – ამ ყველაფერს, არ დაგავიწყდეთ – პოეტი ყვება, ვისი ცხოვრებაც წარმოუდგენლად ჰგავს თავისივე პოეზიას და, პირიქით. ეს მსგავსება წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შუადღე მიდის
  • აგონია წუმპეში
  • 7 ნოემბერი
  • ელენა სურენოვნა
  • ფერადი ფეხბურთი შავ-თეთრ ტელევიზორში
  • აინშტაინები
  • სამაჯური
  • ისტორიის გაკვეთილი
  • დაუვიწყარი მოთამაშე
  • ბაბო
  • თრუსო
  • ბამბუკის ტყე
  • შეუსრულებელი პირობა
  • ზღაპარი, რომელიც არასდროს მთავრდება
  • ექსკურსია
  • Hair
  • ცხენი
  • ფლორენციელი მაწანწალა
  • სისულელის ტრაქტატი