კალათა

დეტალურად

20 საუკეთესო სამარხვო კერძი

კრებული

გამომცემლობა პალიტრა L

საზოგადოება

სერია 20 ყველაზე

სერიის მორიგი წიგნი სამარხვო კერძებს წარმოგიდგენთ. ხელმისაწვდომი ინგრედიენტები, ჯანსაღი მენიუ, მარტივად მოსამზადებელი კერძები – ამ წიგნში ყველაფერია იმისთვის, რომ მარხვის პერიოდში შესაფერისი საკვების მომზადებაზე დიდი დრო არ დახარჯოთ. „20 საუკეთესო სამარხვო კერძი“ გთავაზობთ დაბალკალორიულ და მარტივად მოსამზადებელ წვნიანებს, გემრიელ სალათებს ცოცხალი ბოსტნეულითა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ინგრედიენტებით, ცხელ კერძებსა და დესერტებს. ჩვენ მიერ რეკომენდებულ კერძებთან ერთად მარხვის დროს ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მურაბები, ჩირები, თაფლი და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ მარხვა არ ნიშნავს შიმშილობასა და დიეტას – მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა. ასე რომ, იმედი გვაქვს „20 საუკეთესო სამარხვო კერძი“ თქვენი სამაგიდო წიგნი გახდება და ის, რომ მარხვის პერიოდში ზოგიერთ საკვებზე თავის შეკავება გიწევთ, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი კვების რაციონი მრავალფეროვანი არ უნდა იყოს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • 1. ჭარხალი ტყემალში
  • 2. აჯაფსანდალი ტაფაზე
  • 3. ლეჩო აღმოსავლურ სტილში
  • 4. კარტოფილის „აკორდეონი“
  • 5. მალტური სალათა
  • 6. შემწვარი წითელი ტკბილი წიწაკის წვნიანი
  • 7. სოკოს შილაფლავი
  • 8. ხილის სალათა
  • 9. სტაფილო ნიგვზით
  • 10. ბოსტნეულის რაგუ ზეთისხილით
  • 11. შემწვარი მსხალი ჯანჯაფილით
  • 12. ჭარხლის სალათა ბროწეულით
  • 13. პომიდვრისა და ტარხუნის წვნიანი
  • 14. ნიგვზიანი აჯაფსანდალი
  • 15. ბოსტნეულის ტოლმა სოკოთი
  • 16. ყაბაყის წვნიანი
  • 17. ვაშლის ცხელი დესერტი
  • 18. მწვანე ლობიო ნივრითა და ზეთით
  • 19. ბადრიჯნის სალათა
  • 20. შოკოლადის სორბეტი პიტნით