კალათა

დეტალურად

20 რამ, რაც ყოველთვის მოდურია

კრებული

გამომცემლობა პალიტრა L

საზოგადოება

სერია 20 ყველაზე

წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანი, ქალი თუ მამაკაცი, რომელიც მოდაზე, ასე თუ ისე, არ იქნება დამოკიდებული. მოდის ტენდენციებს ვითვალისწინებთ სამოსის, ტექნიკის, სახლის თუ მანქანის შეძენისას, ინტერიერის გაფორმებისას, თუმცა, ყველაზე მეტად, რასაკვირველია, მოდა სამოსს ეხება. „მოდა“ ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ზომას, წესს, სახეს ნიშნავს. მოდა არის რომელიმე განსაზღვრული სტილის დროებითი გამეფება ცხოვრებისა თუ კულტურის რომელიმე სფეროში. ის განაპირობებს სამოსის, იდეების, ქცევის, ცხოვრების წესის, ხელოვნების თუ ლიტერატურის სხვადასხვა სტილის დამკვიდრებას. მოდა ძალიან სწრაფად იცვლება. მოდის სახლები წელიწადში რამდენჯერმე აწყობენ საკუთარი კოლექციების ჩვენებას, ყველა თავის იდეებს გვკარნახობს და იმ იდეებსაც სწრაფად ცვლის. ძნელია, ფეხი აუწყო დღევანდელ მოდას და გამუდმებით ულტრამოდური იყო, თუმცა, თუ მოდის სპეციალისტებს ვენდობით, მთავარია, ადამიანს გემოვნებით ეცვას და უხდებოდეს ის, რაც აცვია. და კიდევ, უნდა იცოდეს ერთი საიდუმლო: არსებობს ისეთი ნივთები სამოსსა და აქსესუარებში, რომლებიც არასდროს კარგავს აქტუალურობას. სწორედ მათი წყალობით შეგიძლიათ იყოთ ყოველთვის მოდური და ელეგანტური. მაშ, ასე, თქვენ წინაშე სწორედ ეს საიდუმლოა – 20 რამ, რაც ყოველთვის მოდურია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • 1. პატარა შავი კაბა
  • 2. თეთრი პერანგი
  • 3. პიჯაკი
  • 4. ბოლოკაბა-ფანქარი
  • 5. ჯინსი
  • 6. კარდიგანი
  • 7. პალტო
  • 8. მაღალი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი
  • 9. „ბალეტკები“
  • 10. ტყავის ჩანთა
  • 11. სვიტერი და ჯემპრი
  • 12. კაბა-ფუტლარი
  • 13. ტრენჩკოტი (ლაბადა)
  • 14. ბაიკერული ქურთუკი
  • 15. შავი სათვალე
  • 16. მაღალი ტყავის ჩექმა
  • 17. ჟილეტი
  • 18. ტყავის ხელთათმანი
  • 19. მაჯის საათი
  • 20. შლაპა