ბოლო ხანს დაწერილი მოთხრობები მინდოდა ერთ წიგნად გამომეცა სხვადასხვა დროს პერიოდიკაში გამოქვეყნებულ ჩემს წერილებთან ერთად, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ეს არ მოხერხდა – ცალ-ცალკე, პარალელურად გამოდის ორი კრებული: „ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს, უფრო კი მის მდივან-რეფერენტს“ (და სხვა წერილები) და მოთხრობების წინამდებარე წიგნი.
მკითხველს უმორჩილესად ვთხოვ, ეს ორი კრებული ერთ წიგნად აღიქვას – რადგან ასე მქონდა ჩაფიქრებული: წერილები და მოთხრობები თითქოს ერთმანეთს ეხმიანებიან, ავსებენ, საერთო პანორამას ქმნიან...…
ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება.
მაგრამ ვინ იცის, იქნება ვცდები კიდეც?
- ყდა
- თავფურცელი
- «Груз и Я» – „ტვირთი და მე“ ანუ ბილინგვური ოდა იდუმალ რუსულ სულს
- Груз и Я
- ტვირთი და მე
- პარიზელი ქალი
- დეპრესიის წამალი ანუ სანაყლამპარიანი
- ხეფრთხობელა
- „მე ბიჭი ვარ...“
- ჯო(რ)ჯო
- ბუტუნდა