კალათა

დეტალურად

რადიარდ კიპლინგი პირველი ინგლისელია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში. 1888-1889 წლებში მისი მოთხრობების ექვსი წიგნი გამოიცა, რომლებმაც ავტორს დიდი აღიარება მოუტანა. მას ჩარლზ დიკენსის ლიტერატურულ მემკვიდრედ ასახელებდნენ. 1890 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი „სინათლე ჩაქრა“. 1894-1895 წლებში გამოვიდა ცნობილი „ჯუნგლების წიგნი“ და „ჯუნგლების მეორე წიგნი“. 1899 იმოგზაურა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაიწერა ცნობილი რომანი "კიმი", რომელიც მის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად, კიპლინგი პოლიტიკაში ჩაერთო. წერდა გერმანიაში მოსალოდნელი ომის შესახებ, კონსერვატორების დასაცავად და ფემინიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა. ასევე აქტიურად იწერებოდა კიპლინგის მასონობის შესახებ. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 1885 წელს გახდა მასონი. რამდენიმე წელი იყო ლოჟის მდივანი. კიპლინგი იმდენად აფასებდა თავის მასონურ გამოცდილებას, რომ თავისი იდეალები აღწერა თავის ცნობილ პოემაში „დედის ლოჟა“. პოლიტიკური აქტივობის პარალელურად, სულ უფრო ნაკლებად ნაყოფიერი გახდა მისი ლიტერატურული მოღვაწეობა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ათასი მწუხარების ჭიშკარი
  • პატარა ტობრა
  • ლისპეტი
  • ღმერთების ხაზინა
  • მოხეტიალე ებრაელი
  • ამირას მოწყალება
  • ნაბოთე
  • მეამბოხე მოტი-გაჯი
  • წყალდიდობის ჟამს
  • ნამგეი დულა
  • რიქშა-აჩრდილი
  • ოლქის თავკაცი
  • იმრეის დაბრუნება
  • ტყუპი