დღეს მიწის პირზე ძნელად თუ მოიძევება კაცი, ოდნავი განათლება ჰქონდეს და ომარ ხაიამის (1048 – 1123) სახელი არ გაეგონოს. მოლხენისა თუ შეჭირვების ჟამს მთელი მსოფლიო მის რობაიებს წარმოთქვამს, მაგრამ ყველა მისმა თაყვანისმცემელმაც კი არ იცის, ასე პოპულარული პოეტი უდიდესი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ექიმი რომ იყო. ევროპული მეცნიერება მთელი ექვსასი წლით ჩამორჩა ომარ ხაიამის მიღწევებს და მას ხელახლა მოუხდა იმის აღმოჩენა, რაც ამ გენიოსის მიერ უკვე აღმოჩენილი იყო. ხაიამი თითქოს მხოლოდ მეცნიერების ისტორიის ფურცლებში მოწიწებით შესანახავად იყო განწირული, მაგრამ ბედმა (რომელსაც ის თავის ლექსებში წარამარა აგინებდა) მას მოწყალე თვალით შეხედა. ომარ ხაიამს არნახული პოპულარობა ედუარდ ფიცჯერალდის მიერ ინგლისურად თარგმნილმა და 1859 წელს გამოცემულმა რობაიების წიგნებმა მოუტანა.
ხაიამმა გამოიყენა სპარსული ხალხური სალექსო ფორმა, ოთხტაეპედი, დახვეწა იგი, აზრობრივად ტევადი გახადა, ჩადო მასში მხატვრულად ემოციური მუხტი და დაუმორჩილა მკაცრ ლოგიკას. მან სააშკარაოზე გამოიყვანა ღმერთი და ადამიანის ტრაგიკულ ყოფაში იგი დაადანაშაულა. სიკვდილი გარდაუვალია, საიქიო არ არსებობს. და რაკი ეს ასეა, ღვთისა და თავისი სათნოების ამაო იმედზე მყოფ მკითხველს პოეტი ურჩევს, ის მაინც ქნას, რომ წუთისოფელი ღვინის სმით და შეყვარებულთან ალერსით გაიხალისოს.
- ყდა
- თავფურცელი
- მთარგმნელისაგან
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
- 41
- 42
- 43
- 44
- 45
- 46
- 47
- 48
- 49
- 50
- 51
- 52
- 53
- 54
- 55
- 56
- სქოლიო