კალათა

დეტალურად

ფაზლი, ეტლი, წინდა – ჩვენი დროის ისტორიები

კრებული

გამომცემლობა არტანუჯი

საზოგადოება ჯანმრთელობა

წიგნში გულწრფელადაა მოთხრობილი ყველა ის წინააღმდეგობა, რასაც აუტიზმის, ცერებრალური დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები აწყდებიან ყოველდღიურად საქართველოში. აქ წაიკითხავთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც შვილების ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის იბრძვიან და ცვლიან საზოგადოების დამოკიდებულებებს, ანგრევენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. კრებულში შესული სტატიები და ისტორიები სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემებში („ლიბერალი“, Forbes Woman, mastsavlebeli.ge და mshoblebi.ge). აქ წაიკითხავთ როგორც „იმედის გმირის“ ისტორიას, ისე საბავშვო მწერლის მხატვრულ ნაწარმოებს, ძმის აკადემიური წერის ნიმუშს და დის მიმართვას საზოგადოებისადმი. სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროექტის – „გაძლიერდი და შეცვალეს“ ფარგლებში დაწერილ ტექსტებს ენაცვლება ისტორიები ვიდეოპროექტიდან „ქალები შვილების უფლებებისთვის“ და ემოციური ამბები, რომლებიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. წიგნის ავტორები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მათ აერთიანებთ ბავშვები, რომლებთან ურთიერთობაც რთული ფაზლის აწყობასა და მძიმე ეტლის ტარებას ჰგავს, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება ჭრელი წინდასავით ფერადი და საინტერესოა. ავტორები: დიანა ანფიმიადი, ირმა მალაციძე, მაია კუდავა, ინგა ლოლაძე, ვეკო ყიფიანი, მაკა მახარაძე, ბაია დავითაია, ნინო ცინცაძე, შუქია ჭინჭარაული, ნათია გოგსაძე, სალი ბალავაძე, სოფიო კერესელიძე, ნინო მეუნარგია, თამთა დოლიძე, ნიკალა სანაია, ხათო ხავთასი, ნინო მარტიაშვილი, ნანა ლებანიძე, მარი კორკოტაძე, ლუიზა გაბაიძე, ლია ტაბატაძე, ანი დანელია, მარიამ ბურდული, თამუნა ბაზერაშვილი, მარიამ მაღლაკელიძე, თამრიკო კვერნაძე, ნინო თარხნიშვილი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სიყვარულის ახსნა - დიანა ანფიმიადი
  • ნაპირი - ირმა მალაციძე
  • ჩემი შეყვარებულის ბიძაშვილი - მაია კუდავა
  • ნინიკო რომ იცინის, იცინის მთელი სამყარო - ინგა ლოლაძე
  • რა უნდა გააკეთო, თუ შენს შვილს «განაჩენი» გამოუტანეს - ვეკო ყიფიანი
  • აუტიზმთან დამეგობრება - ბაია დავითაია
  • ბიძგი აკლისგან - ნინო ცინცაძე
  • ჩემი შვილი ანგელოზია! - შუქია ჭინჭარაული
  • ვარსკვლავბიჭუნა - ნათია გოგსაძე
  • სიყვარულის ქრომოსომა - სალი ბალავაძე
  • სწორი გზა - სოფიო კერესელიძე
  • განწყობა - ნინო მეუნარგია
  • აუტიზმი _ სასჯელი თუ განსხვავებულობა? - თამთა დოლიძე
  • აკადემიური წერა დაზე - ნიკალა სანაია
  • 100% - ხათო ხავთასი
  • თანადგომა - ნინო მარტიაშვილი
  • ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთაგან «თითის გაშვერის» პოზიციას! - ნანა ლებანიძე
  • არ ჩამოხვიდეთ ავტობუსიდან! - მარი კორკოტაძე
  • ისეთები, როგორებიც გაგვიჩნდნენ - ლუიზა გაბაიძე
  • ხარ ინფორმირებული, ხარ ძლიერი და მებრძოლი! - ლია ტაბატაძე
  • აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ღია წერილი საზოგადოებას - ანი დანელია
  • რეგიონებში მცხოვრებ მშობლებს - მარიამ ბურდული
  • განსხვავებულობა დანაშაული არ არის - თამუნა ბაზერაშვილი
  • დის მიმართვა - მარიამ მაღლაკელიძე
  • არასწორი მიდგომა - თამრიკო კვერნაძე
  • აუტისტის კლასელის დედის წერილი - ნინო თარხნიშვილი