კალათა

დეტალურად

ყოფითი რწმენა-წარმოდგენები

ლევან ბრეგაძე

გამომცემლობა არტანუჯი

საზოგადოება

წიგნი შეიცავს საქართველოში წინათ და ნაწილობრივ ამჟამადაც გავრცელებულ ხალხურ ყოფით რწმენა-წარმოდგენებს, ძველი და თანამედროვე ავტორების, მკვლევარ-შემგროვებლების ნაშრომებში წარმოდგენილთ, აგრეთვე ნიმუშებს შემდგენლის პირადი კოლექციიდან, კომენტარებით, შენიშვნებით, უცხოური პარალელებით და ციტატებით პოეტური და პროზაული ტექსტებიდან, რომლებშიც ხალხური რწმენა-წარმოდგენები ავტორთა მიერ მხატვრული დანიშნულებით არის გამოყენებული. ზოგიერთი ნიმუში წიგნიდან: თუ ხანგრძლივად გასლოკინებთ, ვიღაც თქვენს ძვირს ამბობს (ნიშნები). ვინც ქალაქში პირველად ჩადის, კენჭი უნდა ჩაყლაპოს, რომ ქალაქმა არ დასცადოს (რჩევები). თუ მეზობელს ორშაბათს ფულს ასესხებ, იმ კვირაში სულ ფულის გაცემა მოგიწევს (ტაბუ).
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შემდგენლისაგან
  • ნიშნები
  • ტაბუ
  • რჩევები
  • წყაროები, შენიშვნები, კომენტარები
    • ნიშნები
    • ტაბუ
    • რჩევები
  • დანართი
  • დამოწმებანი
  • სქოლიო