კალათა

დეტალურად

1908 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში მიენიჭა რუდოლფ ოიკენს. ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო არა მწერალმა, არამედ ფილოსოფოსმა. „ჩემი მოგონებები ცხოვრების გაუფასურების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გიამბობთ. გაუფასურება შეზღუდვა არ არის და არც რომელიმე ერთი ხალხის ბრალია, ის მთლიანად კაცობრიობას ეხება და ძირეულ ცვლილებას სწორედ მისგან ითხოვს. აქედან გამომდინარე პრობლემები თავიანთი ინდივიდუალური შეფერილობით ჩემი ცხოვრების ფონს ქმნიან, ამიტომ ამ გადასახედიდან ისიც კი მნიშვნელობას იძენს, რაც ამ ურთიერთკავშირის გარეშე უმნიშვნელო გამოჩნდებოდა. ვინც იზიარებს სულიერი რეფორმაციის აუცილებლობის იდეას, ის მეგობრულად მიადევნებს თვალს ჩემი ცხოვრების გახსენების მორიდებულ მცდელობებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ინდივიდის შთაბეჭდილებები, ის მთელი გერმანელი ხალხისა და მთლიანად კაცობრიობის შთაბეჭდილებებსა და განცდებსაც შეიცავს. საქმისთვის მეტად ხელსაყრელია ის ფაქტი, რომ ამ მოვლენებისთვის თვალყურის დევნება შედარებით მყუდრო ადგილიდან შემეძლო“. (ავტორის წინასიტყვაობიდან)
  • ყდა
  • თავფურცელი
  • მეორე გერმანელი
  • წინასიტყვაობა
  • პირველი ნაწილი. ქვეყანა და ხალხი
    • აურიხი
    • ჩემი მშობლები
    • ბავშვობის პირველი წლები
    • მეზობელი ქალაქები
    • მოგზაურობა კუნძულებზე
    • შინაური ცხოვრება
    • აურიხის გიმნაზია
    • შემდგომი განვითარება
    • გიმნაზიის დასრულება
    • უნივერსიტეტის წლები
    • ფრანკფურტი (1869-1871)
    • ბაზელი (1871-1874)
  • მეორე ნაწილი. ჩემი ცხოვრებისა და მისწრაფებების შემდგომი განვითარება
    • იენა
    • მაშინდელი გერმანიის სულიერი და ფილოსოფიური მდგომარეობა
    • მთავარი მიმართულების ძიებაში
    • დამოუკიდებელი აზროვნების სამყაროს ჩამოყალიბება და საკუთარი სახლის დაფუძნება
    • ჩამოყალიბება
    • შემდგომი განვითარება
    • ჩემი საქმიანობის გაფართოება გერმანიის ფარგლებს გარეთ
    • ნობელის პრემია
    • ინგლისი
    • ამერიკა
    • ახალი ამოცანები და შემდგომი გეგმები
    • მსოფლიო ომი
    • ფიქრები
    • დასასრული
    • ბოლოსიტყვაობა
    • ნატურალიზმი თუ იდეალიზმი?
  • სერია „ნობელის პრემიის ლაურეატები“