კალათა

დეტალურად

ეჭვი მაქვს, კონგო ანუ ზაირი სახელსა და დიდებას არ მომიტანს; დარწმუნებული ვარ – არც მატერიალურ კეთილდღეობას. არავისთვის მიმიძღვნია მისი ნაწილიც კი. ვერც რომელიმე აქაური ნოველა დაიკვეხნის – მე რომ არ დავეწერე, ჩემს ავტორს შთაგონება გამობუგავდაო... მოკლედ, აი, ვფიქრობ და ჭკვიანური თუ დამაჯერებელი მოტივი ვერ გამიხსენებია. ამიტომ – თუნდაც ჩემზე მეტად გაგიკვირდეს – თითქოს გამოდის, რომ ეს წიგნი (მართლაც) შენთვის დაწერილა, მკითხველო. ამ ნოველებისგან მოსალოდნელი სარგებელი კი, ჰა-ჰა, წამკითხველის ხასიათის გაუმჯობესება იყოს. ჰაერზე არ ვამბობ – ყველა წაკითხული მაქვს, თანაც – რამდენჯერმე. ანუ შეგიძლია, სიტყვაზეც მენდო“. (ავტორის წინასიტყვაობიდან)
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვა
  • ერთი საჭოჭმანო პასაჟისათვის
  • ჯიბგირები
  • კოლორადოს ხოჭო
  • რეფორმა
  • სიყვარულის ახსნა
  • ვაკანსია
  • კონგო ანუ ზაირი