კალათა

დეტალურად

„საფეხურები“ ცოტათი ხაფანგს ჰგავს: სირთულეები ერთი შეხედვისთანავე არ ჩანს. და მაშინ, როდესაც მკითხველს ჰგონია, რომ დაიკარგა, სინამდვილეში ის წიგნის შუაგულშია“. მიშელ ბიუტორი. 1960 წელს მიშელ ბიუტორმა გამოაქვეყნა თავისი უკანასკნელი, მეოთხე რომანი degrés – „საფეხურები“. ეს ნაწარმოები ექსპერიმენტია: რეალურად არსებული მსოფლიოს ევროპული აღქმის ფარგლებს რომ გასცდე, იმავდროულად რომანის მანამდე არსებული ფორმები და საზღვრებიც უნდა დატოვო. ბიუტორის ყოველი რომანი მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს – მათში ჩანს პოლიფონიურობა, ფუგების ჰარმონიული წყობის შესაბამისი ლიტერატურული კონსტრუქცია, მკითხველს ხვდება რეფრენები, ლაიტმოტივები, კადენციები. „საფეხურებში“ სამი პერსონაჟი (მწერალი მკითხველს იმის თავისუფლებასაც უტოვებს, რომ სამივე ნაწილის ავტორად ერთი პერსონაჟი მიიჩნიოს) თავისი მონათხრობით ახალ-ახალი ნიუანსებით ავსებს მოსაყოლ ამბავს, მათი ხმები ხან უნისონში ჟღერს, ხან ვარიაციების სახით ისმის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • მთარგმნელის წინასიტყვაობა მიშელ ბიუტორის რომანისთვის „საფეხურები“
  • I
    • 1
    • 2
    • 3
    • 4
    • 5
    • 6
    • 7
  • II
    • 1
    • 2
    • 3
    • 4
    • 5
    • 6
    • 7
  • III
    • 1
    • 2
    • 3
    • 4
    • 4
    • 5
    • 6
  • სქოლიო