„შვილი“ – ესაა რომანი დანაკარგზე, შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ის სიცოცხლეზეცაა, სიცოცხლის აზრსა და სიყვარულზე. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აწუხებს კითხვა: არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? და ისიც, როგორ ხდება, რომ ზოგჯერ ენით გამოუთქმელი ტკივილი, ენით გამოუთქმელ შვებად, ხსნად, იმედად იქცევა, ხოლმე? ავტორის კითხვები მრავალი შვილდაკარგული მშობლის კითხვების მსგავსია, ანუ ჩვეულებრივი და გულწრფელი, უბრალოდ პასუხებია განსხვავებული – მიშელ როსტენმა „სიცოცხლის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების“ ალბათობა სრულიად განსხვავებულად – ღმერთის დაუხმარებლად „აღმოაჩინა“. ...რა შეიძლება აინტერესებდეს გარდაცვლილს? მისმა სიკვდილმა, რა ჩაკლა და რა სასიცოცხლო იმპულსები დატოვა მშობელში – მასში, ვინც მას სიცოცხლე აჩუქა და ახლა მის სიკვდილს გლოვობს? ავტორმა ამ კითხვებს გარდაცვლილი შვილის პირით უპასუხა, ეს პასუხები აქ არის და თქვენი ნებაა დაეთანხმებით, გაიზიარებთ, თანაუგრძნობთ, განავრცობთ და სხვათა სანუგეშებლად გამოიყენებთ თუ არა, მაგრამ ერთი რამ უდავოა: აუცილებლად დაფიქრდებით, ოღონდ ეს აქამდე ნაფიქრისა და განცდილისგან სრულიად განსხვავებული იქნება. და აღარ მოგეჩვენებათ უცნაურად, თუ შვილმკვდარი მამა ისევ სიცოცხლის სადიდებელს იტყვის – სიცოცხლეს გაუმარჯოსო! ეს მხოლოდ დიდი იმედისა და სიყვარულის უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ. ეს წიგნი სწორედ ასეთ ადამიანებზე, ან ასეთი ადამიანებისთვისაა, ხოლო ვისაც ენით გამოუთქმელი სასწაულების ჯერაც არ გჯერათ, უბრალოდ, ეს წიგნი წაიკითხეთ!
- ყდა
- თავფურცელი
- I ნაწილი
- II ნაწილი
- III ნაწილი
- IV ნაწილი
- V ნაწილი
- VI ნაწილი
- სქოლიო