კალათა

დეტალურად

ინა არჩუაშვილის ყველა ნოველა, რომელმაც მის ახალ წიგნში მოიყარა თავი, თითქოს შეთქმულივით ცდილობს, ბოლომდე, ამ კრებულის ბოლო გვერდამდე, არ გაამხილოს ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იწერებოდა. მაინც რა არის ეს? – დაუმთავრებელი და ბოლომდე ამოუცნობი, ამოუხსნელი ადამიანური ვნებები? იმ წუთას დაუფასებელი, მერე კი მთელი ცხოვრების საფიქრალად ქცეული წამები? ან იქნებ უბრალო ისტორიები, ყოველდღიურად რომ ხდება და გვესმის, მაგრამ მხოლოდ კარგ მწერალს შეუძლია, თვალნათლივ დაგვანახოს და განგვაცდევინოს. ოსტატობასთან ერთად წიგნის მთავარი ღირსება სწორედ სისადავე და ბუნებრიობაა, რომელიც არასდროს ღალატობს ავტორს, მაშინაც კი, როცა ამბებითა და პერსონაჟებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ ნოველას: მგზავრის წერილები და სექსის გაკვეთილები – წერს. და კიდევ, კითხვის დროს თითქოს ყოველ სტრიქონში ჩაგესმის ვატანაბეს ჟღრიალა, არავის მსგავსი ხმით: „ცეცხლი დავანთე. განა ეს კარგი არ არის?“
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სიზმარი
  • მას ერქვა ვატანაბე
  • ჰანას დღეები
  • ფოტო №1 - ფანჯარა
  • მგზავრის წერილები
  • მიფრინავენ წეროები...
  • დეგუსტაცია
  • ბალბაწო
  • ფოტო №2 - მამიდა
  • მესამე წერილი
  • მოლოდინი
  • მთვარე როგორც შარავანდედი
  • ფოტო №3 - ალვა
  • სექსის გაკვეთილები
  • გუდამაყრული ჩანაწერებიდან
  • ბერიქალები
  • ფოტო №4 - კაკალი
  • თავისთავთან
  • მოლი
  • ანანაგუნდა
  • ცრიატი საღამოები
  • ფოტო №5 - ვაშლი
  • ილო
  • SELPAK
  • დაუსრულებელი მოთხრობა