„ჩემი ფეისბუკის საყვარლები“ თემურ კილაძის პირველი რომანია. ნაწარმოებში ასახულია სოციალური ქსელის საშუალებით დამეგობრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. მრავალქვეყანაშემოვლილი 42 წლის მამაკაცი ბოლოს ისევ მშობლიურ კერას უბრუნდება, ცოლთან გაცილებისა და მარტო დარჩენის მერე ცდილობს სიცარიელე ქალბატონებთან სოციალურ ქსელში დამყარებული ურთიერთობებით გაიხალისოს – უმეგობრდება და ხვდება არაერთ ქალს. ახალგაზრდა მამაკაცი ძიებაშია, სურს იპოვოს ქალი, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდება. ნაწარმოებში მრავლადაა არაერთი ქალის მოკლე ისტორია, რომლებიც მეგობრობდნენ მთავარ გმირთან. ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება აღწერილი ისტორიები სინამდვილეს და რეალურად არსებობენ თუ არა ეს ქალბატონები, მაგრამ ამის თქმა თამამად შემიძლია – ავტორი ახერხებს მკითხველის შეტყუებას ამ სამყაროში და მათთან ერთად სტუმრობს ხან ერთ, ხან მეორე ქალს.
- ყდა
- თავფურცელი
- * * *
- ლელა
- თამთა
- შეხვედრა
- სიყვარული
- ბედნიერება
- ამნეზია
- მლოცველა