კალათა

დეტალურად

„არასერიოზული კაცი“ – ამ სათაურითაა ცნობილი საინტერესო, დასამახსოვრებელი ფილმი. სურათი თუმცა კამერულია და სოციალური ასპექტი წინა პლანზე არ არის წამოწეული, მთავარი პერსონაჟების, მამა-შვილის ცხოვრების კიბეზე ჩამოქვეითება, ფილმის საერთო ფონი, სწორედ ჩვენი ყოფის მოუწყობლობასა და სიდუხჭირეზე მიუთითებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი და აღსანიშნავია ამ პერსონაჟების დაუვიწყარი მომხიბლაობა, მათი ირონიული, ხშირად ხუმრობანარევი, თითქოს აგდებულიც კი, მაგრამ ყოველთვის სითბოთი, ყურადღებითა და თანალმობით გამსჭვალული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. აღსანიშნავია როგორც სცენარის, ასევე ფილმის სადა, მიმზიდველი, ხშირად ნახევარ ტონებით აღბეჭდილი სტილი. ბევრ რამეს მაყურებელი თავად უნდა მიხვდეს, ჩაწვდეს არსებობის თავსა და ბოლოს. და ეს საინტერესო და ღირებულია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ერლომ ახვლედიანის სცენარებისა და პიესის გამო
  • ყველი და პური
  • არასერიოზული კაცი
  • ბაბუა და შვილიშვილი
    • პირველი მოქმედება
    • მეორე მოქმედება