მონოგრაფია წარმოადგენს XX საუკუნის ცნობილი იტალიელი მწერლისა და მოაზროვნის ლუიჯი პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფციის კრიტიკულ გამოკვლევას. ეს კონცეფცია ავტორის მიერ განიხილება მისი მთავარი პრობლემის - ადამიანის, როგორც პიროვნების, თავისუფალი თვითდამკვიდრების შესაძლებლობის პრობლემის ასპექტში. წიგნში ნაჩვენებია, რომ პირანდელოს კონცეფცია წარმოადგენს XX საუკუნის საზოგადოებრივი აზრის კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ გამოხატულებას, რომელშიც წინასწარ არის განჭვრეტილი და უკიდურეს დასკვნებამდეა მიყვანილი ეგზისტენციალისტური მსოფლგაგების ზოგიერთი ტენდეცია.წიგნში განიხილება პირანდელოს, როგორც შემოქმედის, გამიჯვნა მისი ფილოსოფიური კონცეფციისგან, აგრეთვე მწერლის შემოქმედებაში ადამიანის, როგორც ინდივიდის ადგილი საზოგადოებაში. პირანდელოსთან ადამიანი რჩება ასოციალურ ერთეულად, რის გამოც ის იქცევა აბსტრაქტულ და არა კონკრეტულ ადამიანად.წიგნი შეიცავს ხელოვნების მკვლევართათვის მეტად საინტერესო და საჭირო მოსაზრებებს. მონოგრაფია მნიშვნელოვანი დამხმარე სახელმძღვანელოა. მასში დიდი ინფორმაციაა პირანდელოზე, როგორც დრამატურგზე და ახალი, ევროპული თეატრალური მიმდინარეობის ფუძემდებელზე.
- ყდა
- თავფურცელი
- წინათქმა
- * * *
- * * *
- * * *
- * * *
- * * *
- ციტირებული ლიტერატურა