კალათა

დეტალურად

როგორ გახდა მიყრუებული პროვინციის პატარა ქალაქი „მსოფლიოს ცენტრი“, „წმინდა ქალაქი“ და ადგილი, რომელშიც იმალება ამჟამინდელი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საიდუმლო? – ყველაფერ ამას მოგვითხრობს საიმონ სებაგ მონტეფიორე წიგნში – „იერუსალიმი“. ესაა ქალაქის ბიოგრაფია დასაბამიდან დღემდე; ბიბლიური ეპოქიდან, ბაბილონის, სპარსეთისა და რომის იმპერიებიდან მოყოლებული, ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე; ავტორი დაწვრილებით აღწერს არქეოლოგიურ აღმოჩენებს; გვაცნობს სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ წყაროებს, იშველიებს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ავტორის ნაშრომს, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ იერუსალიმის ბიოგრაფები; ავტორისავე სიტყვებით, მისი მიზანია, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე აღწეროს იერუსალიმის ისტორია ყველანაირი გემოვნებისა თუ მრწამსის მქონე მკითხველისთვის. „იერუსალიმის ბიოგრაფია ნაწილობრივ მსოფლიოს ბიოგრაფიაა. იერუსალიმი იმდენად ნატიფი და სათნოა, რომ ებრაულ რელიგიურ ლიტერატურაში ქალად აღწერენ – ხან მგრძნობიარე, ლამაზ ქალად, ხან სამარცხვინო მეძავად, ზოგჯერ გულმოკლულ პრინცესადაც, რომელიც მრავალმა სატრფომ მიატოვა. იერუსალიმი ღვთის სახლია, ორი ერის დედაქალაქი, სამი რელიგიის ტაძარი და ერთადერთი ქალაქი, რომელიც ერთდროულად ზეცაშიც არსებობს და მიწაზეც: მას ვერც ამქვეყნიური დიდებით შეედრება სხვა რომელიმე ქალაქი და ვერც – ზეციურით.“ - საიმონ სებაგ მონტეფიორე. ილუსტრირებული გამოცემა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ილუსტრაციების ჩამონათვალი
  • ავტორისაგან
  • მადლობა
  • პროლოგი
  • პირველი ნაწილი. იუდაიზმი
    • 1. დავითის სამყარო
    • 2. დავითის აღზევება
    • 3. სამეფო და ტაძარი
    • 4. იუდას მეფეები
    • 5. ბაბილონელი მეძავი
    • 6. სპარსელები
    • 7. მაკედონელები
    • 8. მაკაბელები
    • 9. რომაელების გამოჩენა
    • 10. ჰეროდეები
    • 11. იესო ქრისტე
    • 12. უკანასკნელი ჰეროდე
    • 13. იუდეური ომები: იერუსალიმის სიკვდილი
  • მეორე ნაწილი. წარმართობა
    • 14. ელია კაპიტოლინა
  • მესამე ნაწილი. ქრისტიანობა
    • 15. ბიზანტიის აპოგეა
    • 16. ბიზანტიელთა დაისი: სპარსული შემოსევები
  • მეოთხე ნაწილი. ისლამი
    • 17. არაბი დამპყრობლები
    • 18. ომაიანები: ტაძრის აღდგენა
    • 19. აბასიანები: შორეული ბატონები
    • 20. ფატიმიანები: შემწყნარებლობა და სიგიჟე
  • მეხუთე ნაწილი. ჯვაროსნული ლაშქრობები
    • 21. ხოცვა-ჟლეტა
    • 22. ზღვისგაღმითა სამეფოების აღმავლობა
    • 23. ზღვისგაღმითა სამეფოების ოქროს ხანა
    • 24. ფათი
    • 25. კეთროვანი მეფე
    • 26. სალადინი
    • 27. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა: სალადინი და რიჩარდი
    • 28. სალადინის დინასტია
  • მეექვსე ნაწილი. მამლუქები
    • 29. სულთნის მონა
    • 30. მამლუქთა დაღმასვლა
  • მეშვიდე ნაწილი. ოსმალები
    • 31. ბრწყინვალება სულეიმანისა
    • 32. მისტიკოსები და მესიები
    • 33. დიდგვაროვანთა ოჯახები
  • მერვე ნაწილი. იმპერია
    • 34. ნაპოლეონი წმინდა მიწაზე
    • 35. ახალი რომანტიკოსები: შატობრიანი და დიზრაელი
    • 36. ალბანური დაპყრობები
    • 37. ევანგელისტები
    • 38. ახალი ქალაქი
    • 39. ახალი რელიგია
    • 40. არაბული ქალაქი, იმპერიული ქალაქი
    • 41. რუსები
  • მეცხრე ნაწილი. სიონიზმი
    • 42. კაიზერი
    • 43. იერუსალიმელი მებარბითეები
    • 44. მსოფლიო ომი
    • 45. არაბთა აჯანყება, ბალფურის დეკლარაცია
    • 46. საშობაო საჩუქარი
    • 47. გამარჯვებები და ალაფები
    • 48. ბრიტანული მანდატი
    • 49. არაბების აჯანყება
    • 50. ბინძური ომი
    • 51. ებრაელთა დამოუკიდებლობა, არაბთა მარცხი
    • 52. გაყოფილი ქალაქი
    • 53. ექვსი დღე
  • ეპილოგი
    • დილა იერუსალიმში: მას აქეთ დღემდე
    • ხვალინდელი დღე
    • დღევანდელი დილა
  • მაკაბელები: მეფეები და მღვდელმთავრები
  • ჰეროდეები
  • წინასწარმეტყველი მუჰამადი და მუსლიმი ხალიფები და დინასტიები
  • იერუსალიმის ჯვაროსანი მეფეები (1099-1291)
  • ჰაშიმიანთა (შარიფების) დინასტია (1916 -)
  • ფოტოები
  • სქოლიო