ავსტრიელი ფილოსოფოსის, ჰუმანისტის, მრავალი პრაქტიკული სფეროსთვის განახლების იმპულსის მიმცემის, ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულისმეცნიერების ფუძემდებლის რუდოლფ შტაინერის (1861-1925) მიერ 1919 წლის 21 აგვისტოდან - 5 სექტემბრამდე შტუტგარტში წაკითხული 14 ლექცია. „მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ანთროპოსოფიული საზოგადოების ზოგიერთი წევრის თხოვნით დოქ. რუდოლფ შტაინერმა შტუტგარტშიც წაიკითხა ყოვლისმომცველი ლექციები სოციალური ორგანიზმის სამწევროვნების შესახებ, რომელნიც მისი წიგნის „სოციალური საკითხის ცენტრალური პუნქტები“ შინაარსს შეადგენენ. ამ ლექციებმა მოამწიფა ემილ მოლტის გადაწყვეტილება, დაეარსებინა სკოლა, რომელიც თავისუფალი სულიერი ცხოვრების ჩანასახი იქნებოდა. მისი თხოვნით დოქ. რუდოლფ შტაინერმა საკუთარ თავზე აიღო ამ სკოლის სულიერი ხელმძღვანელობა და დაუღლელად ზრუნავდა მის განვითარებაზე. თავისუფალი ვალდორფის სკოლის დაარსებას წინ უძღოდა პედაგოგიური კურსი, რომელსაც დოქ. რუდოლფ შტაინერი 1919 წლის აგვისტო-სექტემბერში სამი კვირის მანძილზე უკითხავდა ვალდორფის სკოლის პირველ მასწავლებლებსა და იმ პიროვნებებს, რომელთაც მისეული პედაგოგიკის სულისკვეთებით სურდათ მოღვაწეობა. კურსი ეძღვნება ადამიანის განხილვას სულიერი, მშვინვიერი და სხეულებრივი თვალსაზრისით. ცხადადაა ნაჩვენები, რომ ადამიანის სწორედ ამგვარი მთლიანობითი განხილვა უნდა იყოს პედაგოგიკის საფუძველი, თუკი ამ უკანასკნელს სურს, რომ არ მოქმედებდეს ბავშვის ბუნებისა და მისი განვითარების კანონზომიერებების საპირისპიროდ და მოზარდი ადამიანის არსების გათვალისწინებით ახდენდეს აღზრდა-განათლებას.
- ყდა
- თავფურცელი
- რუდოლფ შტაინერის სალექციო ნაშრომების გამოქვეყნებისათვის
- შესავლისათვის. მარია შტაინერის წინათქმა
- პირველი ლექცია
- მეორე ლექცია
- მესამე ლექცია
- მეოთხე ლექცია
- მეხუთე ლექცია
- მეექვსე ლექცია
- მეშვიდე ლექცია
- მერვე ლექცია
- მეცხრე ლექცია
- მეათე ლექცია
- მეთერთმეტე ლექცია
- მეთორმეტე ლექცია
- მეცამეტე ლექცია
- მეთოთხმეტე ლექცია
- დანართი
- შენიშვნები
- სქოლიო