ლევან ბრეგაძის „თარგმანი და ორიგინალი“ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წიგნია. უპირველესად იმის გამო, რომ პროფესიონალი კრიტიკოსისა და მთარგმნელის მიერაა დაწერილი. იშვიათია ასე ბუნებრივად ერწყმოდეს ერთმანეთს ავტორის გამოცდილება, ინტერესების მრავალფეროვნება და უამრავი სიღრმისეული საკითხის მარტივად, ფართო მკითხველისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი. ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უბნის – ქართულად და ქართულიდან თარგმნილი ნაწარმოებების – მიუკერძოებლად შეფასებას ისახავს მიზნად კრიტიკული წერილების ეს კრებული. დღეს „კარგ ტონად“ ითვლება ხმამაღლა და დანანებით თქმა, რომ საქართველოში სალიტერატურო კრიტიკა არ არსებობს. ეს უარგუმენტო ნიჰილისტური ფრაზა, სინამდვილისადმი ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამომხატველი, უკვე მომაბეზრებელი გახდა. თუნდაც ეს წიგნია იმის დასტური, რომ ამ სფეროში ისე სავალალოდ სულაც არა გვაქვს საქმე, როგორც უნდათ, რომ წარმოადგინონ.
- ავტორის წინათქმა
- ერთი თარგმანის კურიოზები
- თარგმანი და ორიგინალი
- შტრიტმატერის მინიატურები ქართულად
- რას ამბობს პოეტი?
- ითარგმნება „ჯადოსნური მთა“
- „სამგროშიანი ოპერა“ ქართულად
- გერმანელი პოეტები ქართულად
- მწერალი, სტილი, მთარგმნელი
- ჰერმან ჰესე ქართულად
- „მარატის მკვლელობის“ ქართული თარგმანი
- „ვერთერის“ ახალი თარგმანი
- კაფკას „პროცესი“ ქართულად
- როცა თარგმნა მართლა შემოქმედებაა
- კიდევ ერთი რომანი თომას მანის „ქართულ თაროზე“
- სურვილიდან შეძლებამდე გზაა შორი...
- „შვლის ბროლისფრად გამოძევება“
- ილია და აკაკი „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე
- ქართული მხატვრული პროზის პირველი გერმანული თარგმანი
- ქართული ლიტერატურის ნიმუშები „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლებზე
- ჰეგზამეტრით თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“
- „ქართლის ცხოვრება“ გერმანულად
- წმ. ნინოს ცხოვრების გერმანული თარგმანი
- ამირანი და ძმანი მისნი გერმანიაში
- „ვაქოთ, საქმენი შე-რა-ვიტყოთა“
- „დროზე მოსწრებული სიტყვა“
- „ალუდა ქეთელაურის“ გერმანული თარგმანი