კალათა

დეტალურად

ანინა ტეფნაძე დაიბადა 1991 წელს. მოთხრობებს 17 წლიდან წერს. არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგის ავტორი. 2010 წელს „ერთი მოთხრობის კონკურსში“ მოიპოვა პირველი ადგილი. მისი მოთხრობები შესულია კრებულებში: „თხუთმეტი საუკეთესო ქართული მოთხრობა“ (2009-2013), „Contemporary Georgian Fiction“, „21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა“ და „შემოდგომის ლეგენდა“. „ჩემი შეყვარებულის შეყვარებული“ ავტორის მოთხრობების პირველი კრებულია. „ძირითადად ახალგაზრდებზე ვწერ. მათ სურვილზე, იპოვონ საკუთარი თავი და ბედნიერება აკრძალვებით სავსე სამყაროში. მათ ემოციებზე, პროტესტსა და თავისუფლების გზაზე დაშვებულ შეცდომებზე. მე თვითონ ასეთ მოთხრობებს სიამოვნებით წავიკითხავდი, მაშინ რომ ჩამვარდნოდა ხელში, როცა 15-16 წლის ვიყავი. მინდა მადლობა გადავუხადო წიგნის ყველა პერსონაჟს და შენ, ვინც ეს წიგნი სხვა უამრავი წიგნისაგან გამოარჩიე, ხელში აიღე და ამ ტექსტს კითხულობ“. ანინა ტეფნაძე
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სახლი
  • უძილობა
  • კოქტო, მინკუსი
  • თვითმკვლელთა მატარებელი
  • კურდღლები
  • აბები
  • ჩემი შეყვარებულის შეყვარებული
  • წარმოსახვითი ფისოები
  • თვის ბოლო პარასკევი
  • ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოსირდა
  • პორტვეინი
  • ანტიდეპრესანტები
  • პრელუდია
  • ბელგიური შოკოლადი
  • იუკი, დარჩი!
  • პეპელა ტრაკზე
  • STD [Sexually transmitted disease]
  • სატელიტი
  • შაქრის კუბები