კალათა

დეტალურად

ქართული ლიტერატურა ძალიან ბევრ საინტერესო მოგონებასა თუ მემუარს იცნობს, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია შალვა მაღლაკელიძის „მოგონებები“. საოცარი გულწრფელობითა და სევდანარევი იუმორით გვიყვება მოხუცი გენერალი საკუთარი ცხოვრების უმძიმესი დღეების შესახებ. ბრძოლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შენარჩუნებისთვის, ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და კვლავ საქართველოს გათავისუფლებისთვის გერმანული დროშის ქვეშ ბრძოლები. შესაძლებელია, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც იგი ფიქრობდა, შესაძლებელია, ყველაფერმა წარმატებით ვერ ჩაიარა, მაგრამ ეს გახლდათ ერთი ადამიანის ჯიუტი რწმენა, რომ ოდესმე საქართველო ერთიანი და თავისუფალი ენახა. არანაკლებ საინტერესოა ამ უნიკალური მოგონებების ბედიც. შესაძლებელია, მის შესახებ ვერასდროს ვერაფერი გაგვეგო და ისიც ისტორიის კუთვნილება გამხდარიყო, რომ არა ერთი ადამიანის, მწერალ ვიქტორ რცხილაძის თავგანწირული საქციელი. მან საკუთარი თავისუფლებისა და ახლობელთა უსაფრთხოების რისკის ფასად შალვა მაღლაკელიძის მონათხრობი ძველი „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონის ფირებზე ჩაწერა და კომუნისტურ რეჟიმს დაუმალა. ეს, როგორც იტყვიან, სულზე მისწრება იყო, რადგან მოგონებების ჩაწერიდან ერთი წლის შემდეგ გენერალი შალვა მაღლაკელიძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან სულ მოკლე ხანში კი მწერალი და დისიდენტი ვიქტორ რცხილაძე სუკის თანამშრომლებმა დააპატიმრეს...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • მოგონებები
    • * * *
    • * * *
    • * * *
    • * * *
    • * * *
    • * * *
  • ნაწყვეტი ახლო წარსულიდან - მესხეთის გარშემო
  • იყო თუ არა საბჭოთა ჯაშუში გენერალი შალვა მაღლაკელიძე
  • სქოლიო