მიუხედავად იმისა, რომ კრებული თოთხმეტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოთხრობისა და მინიატურისგან შედგება, ის, ალბათ, მაინც ერთი მთლიანი ნაწარმოებია. წიგნის პირველ მოთხრობაში დაწყებული სიუჟეტი შეიძლება მეხუთე მოთხრობაში გაგრძელდეს და ბოლო მოთხრობაში ისეთი ელფერი შეიძინოს, რომ ისევ პირველი მოთხრობის წაკითხვა გაიძულოს. ანდა კიდევ, ერთ მოთხრობაში გაჩენილი კითხვების პასუხებს სულ სხვა მოთხრობაში ან სულაც მინიატურაში იპოვი, თანაც ისე, რომ არ იქნები დარწმუნებული, ეს ავტორსაც ასე ჰქონდა ჩაფიქრებული, თუ შენი საკუთარი დასკვნაა. ამ კრებულის ერთ-ერთი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად სიუჟეტის მონაწილე ხდება და თავად ირჩევს მოთხრობის მისთვის მისაღებ განვითარებას და თვით დასასრულს.
- ყდა
- თავფურცელი
- ორგვერდა სამკუთხედი (ბიძინა მაყაშვილი)
- სამკუთხედი
- შიგნით
- ზარები და ზანზალაკები
- მუქარა
- იან კუ
- ზღვარზე
- გზაში
- სიყვარულით, ემის
- უცხო ქალაქი
- სივრცის განვრცობა
- კოპლებიანი კაბა
- უკანასკნელი ჩანაწერი თვითმკვლელობის წინ
- ქალი
- ზემოდან ზემოთკენ
- სქოლიო