კალათა

დეტალურად

მე-20 საუკუნის დიდი იაპონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობების კრებული. ნაწარმოებთა ისტორიული ხასიათი, პირობითობა, ფანტასტიკურობამდე მისული, ლამის გაზღაპრებული სიუჟეტი, რომელშიც უთუოდ დევს ფსიქოლოგიური კონფლიქტი, საოცარ რეალურობას ანიჭებს მოთხრობებს. რაც ერთი შეხედვით მისტიკური ეჩვენება მკითხველს, სინამდვილეში ღრმად მატერიალისტურია. ასე მიაჩნდა თვით აკუტაგავას, რომლის ლიტერატურული მოღვაწეობა სულ თერთმეტ წელიწადს ითვლის. ადამიანის უზომო სიყვარული, მის ბედზე წუხილი არის აკუტაგავას მთელი შემოქმედების საწყისი და დასასრული. კრებულში წარმოდგენილი „დიალოგი წყვდიადში“ და „ცხოვრება იდიოტისა“ მისი უკანასკნელი ნაწარმოებებია, სადაც მან მთელ განვლილ ცხოვრებას, მთელ თავის შემოქმედებას გადაავლო თვალი და მკაცრი თვითსამსჯავრო მოიწყო. აკუტაგავამ, ახალი იაპონური ლიტერატურის უკანასკნელმა კლასიკოსმა თავი მოიკლა 1927 წელს, 35 წლის ასაკში, და ეზიარა უკვდავებას.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • რასიომონის კარიბჭე
  • MENZURA ZOILI
  • ოისი კურანოსკეს ერთი დღე
  • ხელოვნებით შეპყრობილი
  • როგორ განეშორა თავი ტანს
  • ჯოჯოხეთის სურათები
  • ქრისტიანის სიკვდილი
  • მანდარინები
  • ეჭვი
  • ძურიანო კიტისკე
  • როგორ სწამდა ბისეის
  • ჯადოქარი
  • მაგიის სასწაულები
  • ამბავი ერთი შურისგებისა
  • სუსანოო-ნო-მიკოტო ხანდაზმულობისას
  • ნანკინელი ქრისტე
  • უცნაური შემთხვევა
  • უსიერ ტყეში
  • გენერალი
  • ამბავი სიკეთის საზღაურისა
  • ბაღი
  • როკუნომიელი ქალი
  • ო-გინი
  • ხინა-თოჯინები
  • თოვლია
  • სანემონის დანაშაული
  • დიალოგი წყვდიადში
  • წყლის კაცების ქვეყანაში
  • ცხოვრება იდიოტისა
  • ფიქრები ლიტერატურაზე
  • სქოლიო