კალათა

დეტალურად

ანდრაშ პეტეცი საშუალო თაობის უნგრელი მწერალია. გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული და ორი რომანი: „დაბადების დღე“ და „უცხოელები. ოცდაათი წუთი ომის დაწყებამდე“. მისი ორივე რომანი ბავშვების თავგადასავალს შეეხება. რომანში „უცხოელები“ აღწერილია ბავშვებისა და უფროსების ურთიერთდამოკიდებულება, დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს შორის, რომელიც შვილების გამარჯვებით მთავრდება. ანა – უცხოელების მთავარი პერსონაჟი –უკანონო შვილია. არ იცის ვინ არის მისი მამა, დედა კი – მსუბუქი ყოფაქცევის ახალგაზრდა ქალია, ანას რთული ფსიქიკა აქვს, რასაც მისი ცხოვრების წესი განაპირობებს. იგი გამძაფრებით შეიგრძნობს დედამისის უარყოფით თვისებებს და ზოგჯერ მისი დედისამდი სიყვარული სიძულვილამდეც მიდის, იგი რამდენჯერმე ამბობს კიდეც, რომ არ უყვარს დედა, რომელიც მას ტყუილების ლაპარაკს და ამორალურ საქციელს აჩვევს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • I
  • II
  • III