ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა... გაჰყევით წითელთვალება კურდღელს დადევნებულ პატარა გოგონას საოცრებათა ქვეყანაში და ის ამბები, რაც ალისას გადახდა, არასოდეს დაგავიწყდებათ.
ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100–ზე მეტი წლის წინ დაწერილი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მსოფლიო შედევრად მიიჩნევა და შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა განათლებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.
- ყდა
- თავფურცელი
- თავი I. ბოცვრის სოროში
- თავი II. ცრემლის გუბე
- თავი III. საარჩევნო დოღი და გრძელი ამბავი
- თავი IV. თეთრი ბოცვრის სახლი
- თავი V. მუხლუხის რჩევა
- თავი VI. გოჭი და პილპილი
- თავი VII. გიჟური ჩაის სუფრა
- თავი VIII. დედოფლის საკროკეტო მოედანი
- თავი IX. ტყუილი კუს თავგადასავალი
- თავი X. კიბორჩხალათა ცეკვა
- თავი XI. ვინ მოიპარა ღვეზელი?
- თავი XII. ალისას სიზმარი
- სქოლიო