ჩანაწერების სახით წარმოდგენილი ეს ბიოგრაფიული წიგნი საუკუნე-ნახევრის ვაჟა-ფშაველას ძნელ, მაგრამ ღირსეულად და პირნათლად გავლილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ამ რომანიდან გავიგებთ, თუ რა მხრივ ჰგვანან ვაჟა-ფშაველას: ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ლაოკოონი, ღვთაებრივი პოეტი ჰომეროსი თუ გენიალური იტალიელი კომპოზიტორი, ჯუზეპე ვერდი...
ასორმოცდაათი წლის ვაჟა-ფშაველა, როგორც საკაცობრიო თვალსაწიერის გენიოსი შემოქმედი თითქოს ადვილი შესადარებელია ამავე რანგის სხვა დიდ მოღვაწეებთან - ჰომეროსთან, ოვიდიუსთან, გოეთესთან, შექსპირთან თუ რობერტ ბერნსთან, მაგრამ მალევე შეამჩნევ, რომ ამ შემთხვევაში ეს შედარებები თავადვე იწყებენ საკუთარი თავის გაუქმებას და ვაჟა-ფშაველა მარტოდმარტო რჩება მთელ სამყაროსთან, რაც მისთვის საკუთარ თავთან დარჩენის ტოლფასია.
და ასეც უნდა იყოს, - როგორც სხვა ყველა დიდი შემოქმედი, ვაჟა-ფშაველაც მარტო რჩება ღმერთისა და საკუთარი თავის წინაშე, რათა გამოარღვიოს თავისი გარემომცველი მეცხრამეტე საუკუნის გარსი და დღევანდელ, აღმოსავლურ-დასავლურ დაპირისპირებაში ჩართულ კაცობრიობას თავისი დიდი შინაგანი ძალის მქონე, მითოლოგიურ-ფილოსოფიური და ტრაგიკულ-ეპიკური პოემებითა და ლექსებით თუ ლირიკულ-ფილოსოფიური მოთხრობებით კიდევ ერთხელ შეახსენოს ჰუმანიზმის მარადწარუვალი იდეალები.
- ყდა
- თავფურცელი
- შესავალი
- ვისია ვაჟა-ფშაველა?
- „სწავლა ეშმაკეულის საქმეავო“
- შუა ცეცხლზე, მუგუზალივით
- „ერთი უყურეთ, უყურეთ ამ ბუზურას...“
- ცეცხლის ბალღები
- ლუკა რაზიკაშვილის გენეალოგია მამის მხრიდან
- „პარასკევავ, გამოდი კარშიო!“
- ხისა და ხეზე ამსვლელისა
- ლუკას ბალღობის მეგობრის, ხეხერა ზურაბაშვილის მოყოლილი
- საკლასო ოთახის ბუხრიდან დანახული
- ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელი
- ტარიელისა, ფრიდონისა და ავთანდილისა
- „ლექსები შეთხზული ლუკა რაზიკაშვილისა“
- გორის საოსტატო სემინარია
- დიმიტრი დიმიტრის ძე სემიონოვი
- მიშო ყიფიანი
- „ვაჟა ღრმა მწერალია ფილოსოფიური განხრით“
- ტეტიათ მოტრფიალეობისა და საკუთარი ღერძის ირგვლის ტრიალისა
- სემინარიის კაკლის ძირში წაკითხული წიგნები
- მეთევზეები
- პირველი დაბეჭდილი ლექსი
- კალიების უსტაბაში
- გორის საოსტატო სემინარიის ატესტატი
- ამტნისხევი
- გაზეთ „დროების“ რედაქციაში მომხდარი ამბავი, მოთხრობილი სრულიად საქართველოს ბულბულის მიერ
- კულა გლდანელის საკაგყმო
- ლუკა რაზიკაშვილის ერთი სულ მთავარი და დანარჩენი ჩვიდმეტი ფსევდონიმი
- წერილი ზაქარია ჭიჭინაძისადმი
- „დაჰკარიღავ, ლუკურიკავ! ძმაის ჭირიმე... „, ანუ კრივი პეტერბურგში
- „ბატონებო, ვაჟა პეტერბურღიდამ ეგებ ბედმაც დააბრუნა?“
- „შვლის ნუკრის ნაამბობის“ თავგადასავალი
- „ჰაი, დროებას რა ვუთხრა, ამ ფინთ დროებასა, რომ ვიღაც ფშაველი ამილახვარს სცემსო!“
- ყინვისა და ოჩხისა
- „ერთხელც იქნება მოვკვდები...“
- უშნო კაფიის მთქმელისა და იმისი ჩამოთლილი ყურისა
- დიდი თონეთი
- ძმანი სამკოდაშვილები
- ჯამაგირი
- „რას მიმზერ, მამასახლისო...“
- ბადალაშვილისა და სულეიმანაშვილისა
- მამასახლისისა და მამასახლისის ცოლის ძმისა
- პირველი საჩივარი
- ყვავ-ყორნებთან მეომარი, დაჭრილი არწივისა
- მეორე საჩივარი
- დიდთონეთელების თხოვნა
- „დონ-იაგოს“, იგივე იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებიდან
- სოფრომ მგალობლიშვილი რომ „ივერიიდან“ წავიდა
- „ბრჭყალით ვუპყრივარ სევდასა...“
- ილია ჭავჭავაძის დანიშნული ოცდახუთი მანეთი
- 1888 წელი, 27 წლის ვაჟა-ფშაველას 27 ნაწარმოები გამოაქვს გამოსაქვეყნებლად
- „მუტრუკი მიტომ მუტრუკობს“
- ქოსები – მოსე და გიორგი ხელაშვილები
- „ვეფხისტყაოსანი“ - ფშაურ კილოზე
- „ოქროს კვეთა“ ვაჟა-ფშაველასთან
- „ალუდა ქეთელაური“ (პოემა)
- „მტვრიანისა“ და „მირონისა“
- პირველი წიგნი
- პავლე მღვდელმა რომ ღაჯია გადატეხა
- „ციმბირის წყლული“, ანუ „ბედნიერი“ მარჯვენა თვალის ქუთუთოზე
- დიდუელა რაზიკაშვილის თოფი
- ლუკას დედ-მამა გარდაეცვალა
- ძმები გაიყარნენ
- ჩარგალი ვაჟას დარჩა
- დავა და დავიდარაბა სატყეოსთან
- დივერდისმენტებში პირველად
- „ბახტრიონი“
- ვაჟაისა და ბაჩანასი
- მაკო საფაროვა-აბაშიძისა (1860-1940) ვაჟას სამსახიობო ოსტატობაზე
- როგორ აუქნია ლუკას კუდი „ივერიამ“
- „ცხელ-ცხელი იანი და ზედაც ქოსების „მტვრიანი“
- „მომწყინდა თაგვად ყოფნა“
- „სტუმარ-მასპინძელი“
- წერილი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისადმი
- 1894 წლის ბოლო რიცხვები
- „სიყინულეს ვუჭერივარ...“
- „სისხლის ძიება“ (ამბავი ჩერქეზთა ცხოვრებიდან)
- როგორ მოჩანან „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“ კავკასიონის გადაღმიდან
- „ეს გახლავსთ ჩემი პირობა“
- როგორ დაიქირავა ჩარგლის ტყის მეველედ თავისი თავი
- „ღმერთმა გაცხონოს, ჯაბანო“
- „ძმობა სამისა უნდა და არა - ორისაო...“
- „შასჭამდე, ლუკურიკავ, რამესა...“
- „მუდამ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვარ...“
- ფრიდრიხ შილერის „ორლეანელი ქალი“
- „ვაჟკაცობისას ამბობენ...“
- გუთნისა და გუთნისდედისა
- ცელისა და მთიბავისა
- ნამგლისა და მომკელისა
- ღაჭაურას მუზარადისა და ჩინ-მენდლებისა
- ილია სტუმრად ჩარგალში და მერე ვაჟა - საგურამოში
- არჩილ ჯორჯაძის დასახელებული ოთხი შედევრი
- ხახათ ქალის კიდობანი
- ვაჟას ლაშქრისა და ჩხრეკისა
- რაზიკათ ხბორები რომ არჯალაანთ ჯეჯილში გადავიდნენ...
- 1907 წლის 9 სექტემბერი, 15 საათი და 30 წუთი - სიტყვა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე
- ვაჟა-ფშაველას თერთმეტი სილაქის ღარადელა
- „ჩემი ცოლიც კი მე დამცინის...“
- სევასტი მშველიძის ზურგზე დაწერილი ლექსი „აკაკის საიუბილეოდ“
- ვაჟა-ფშაველა, ფრუშკა და ყრუვ გიორგი
- ელისაბედ ირაკლის ასული ჯამბაკურ-ორბელიანისა
- გენიალური ბარბაროსისა და ევროპულად გამოწყობილი ფრანტისა
- გაუგზავნელი წერილი
- წერილი ვლადიკავკაზიდან
- და უფსკრულს დასცქერს პირიმზე
- „ნუ გადვიქცევით კუჭადა“
- ვაჟა-ფშაველა ქუთაისში მიემგზავრება
- ღვდელა რაზიკაშვილთან
- „მამაცო ხასბულატ, ღარიბია შენი სახლი...“
- „აღარც „ბახტრიონი“ იქნება და აღარც პიესაო“
- „გველის-მჭამელი“ ფრანგულად...
- ბაჩანა ეუბნება ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორ ნინო ნაკაშიძეს
- ფუძის გველები ხატის იფნის ძირში (ჯვარჩენა)
- ღაბახი
- როდის დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი?
- ორი წერილი ვარშავიდან
- ლიტერატურული საღამო ფოთში
- „ტაშს არ აჰყვე, ტაშს დაგიკრავენ და მშიერს მოგკლავენ...“
- ტფილისელი პოეტები და მთელი კალმიან-ჩალმიანი კამპანია
- შერიგება იმერეთთან
- „ენას გიწუნებ, ფშაველო...“
- „კიკლიაო, კიკლიაო, ჯიბეს კიდევ გიკლიაო“
- ნიცშეს ზარატუსტრა
- საღამო-მეჯლისი ჭიათურაში
- მინა ნიჟარაძე - მრეწველ ბრეგვაძის მოიჯარადრე
- ფოთში მეორედ
- „ძველი საქართველო“, მეორე ტომი
- დაკარგული პოემა „ჩაღმა-წოვა“
- მებუფეტესი და ტროსტისა
- ფშავლებისა და თუშების დავა
- ვაჟა-ფშაველა და ნიკო ფიროსმანაშვილი
- „საკრამენტო, საკრამენტო!“, ანუ „ვაჟას წყაროს“ სასამართლო
- წერა-კითხვის საზოგადოების წარმომადგენელ ივანე ავალიშვილს
- „გაასწორებს მრუდედ ნაჩორგნს საქმეს...“
- ბოლო შედევრი
- შიო მღვიმელის წერილი
- „ვერ უყურებ მაგ უსვინდისოებს, რა მოუგონიათ?“
- ლევან რაზიკაშვილის და თამარ მთვარელიძის ქორწილი
- სალიტერატურო საღამო
- „წისქვილი მაშინებდა, იქნება წყალმა წაიღო“
- წითელი ვარდები ყვავილების მაღაზია „სოლლეი დ’ორიდან“
- „ყაჯარო, ყაჯარო, რასა იქ, როგორა ხარ?“
- „აი, გიშველოთ ქიშმიშელამა!“
- შვიდ საათზე
- სულ სხვა ჟამკრის იმ ერთი ციდა წამისა...
- „დიოგენე“ - შვეიცარიული ჯიბის საათი და სხვა ნივთები
- შუაზე გადატეხილი კალამი დაფნის გვირგვინზე
- „თავთით ბატონის სანთელ უნთავ...“
- გადასვენება მთაწმინდაზე
- კიდევ ერთხელ რომ მოკლეს ვაჟა-ფშაველა
- გულქანი
- ვაჟა–ფშაველა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს...
- Post Scriptum - ვაჟა რომ დაბრუნდება
- ლიტერატურა
- სქოლიო