კალათა

დეტალურად

„აქ თავმოყრილი აზრები სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნის, დაწყებული ბრაჰმანული, კონფუციანური, ბუდისტური დამწერლობიდან, სახარებით, წმინდა მამების წერილებითა და მრავალი, როგორც ძველი, ასევე ახალი მოაზროვნეებით დამთავრებული. ამ აზრების უმრავლესობამ, როგორც მათი თარგმნისას, ასევე გადაკეთებისას, ისეთი ცვლილებები განიცადა, რომ მეუხერხულება კიდეც მათი ავტორების მითითება. ეს ხელმოუწერელი საუკეთესო აზრები მე კი არ მეკუთვნის, არამედ მსოფლიოს უდიდეს მოაზროვნეებს“. – ლ. ტოლსტოი. ტოლსტოიმ კრებულში შეიტანა მსოფლიოს გამოჩენილ მწერალთა და მოაზროვნეთა ყველაზე ღრმა და ნათელი შეხედულებანი, შეავსო საკუთარი მოსაზრებებით: როგორ უნდა ვიცხოვროთ, ბედნიერი რომ გავხდეთ. წიგნში შეტანილი საკითხავები საგულდაგულოდაა შერჩეული და დალაგებული თემატურად. ეს ხელს უწყობს მკითხველს სწრაფად მიაგნოს მისთვის საჭირო მასალას და მიიღოს პასუხი კითხვაზე, სათანადო რჩევა, სიმშვიდე და სიმყუდროვე იგრძნოს. იგი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს და პოულობს დასაყრდენს, იმედს, ბოძებულს უფლისაგან.
  • წინასიტყვაობა
  • სიკეთე
  • სიკეთე
  • სიკეთე
  • გონება
  • სიბრძნე
  • შრომა
  • სიტყვა
  • მონანიება
  • საზღაური
  • თავმდაბლობა და მორჩილება
  • ანგარება
  • ბავშვობა
  • აღზრდის შესახებ
  • ქორწინება
  • ოჯახი
  • განათლება
  • თვითსრულყოფა
  • სამართლიანობა
  • ურთიერთდახმარება
  • დაფარული საიდუმლოებანი
  • თანასწორობა
  • ცდუნებანი, ცოდვანი და ცრუმრწმუნეობა
  • ვნებები
  • სასოწარკვეთილება
  • სალოსი
  • პატივმოყვარეობა
  • ტანჯვის შესახებ
  • ბოროტება
  • სინდისი
  • ღმერთი
  • რწმენის შესახებ
  • ცრუმორწმუნეობა