ბელა ჩეკურიშვილის პოეზიასთან კი უკვე გაზრდილი უნდა მიხვიდე, საჭიროა გქონდეს ტრაგიკულის ერთგვარი საწყისი გამოცდილება, რომ გაუგო ავტორს, დაინახო და შეიყვარო.
ბელა ჩეკურიშვილი მთხრობელია, ოღონდ მისთვის მნიშვნელოვანია ამბავი არა, როგორც ემპირიული, არამედ როგორც ემოციური ხდომილება. რა რჩება ამბებისაგან ისეთი, რაც ფაქტის მოუყოლადაც გაგაგებინებს მომხდარის დედააზრს, რაც ყველას თავის თავსა და ამბავს გაახსენებს. აქედან გამომდინარე ბელას წიგნი, რომელიც ავტორის უნიკალურ და დანარჩენთაგან განსხვავებულ ცხოვრებაზე იგება, არსებითად ყველა ქალის ამბავია იმიტომ, რომ აქ ოსტატურად არის განზოგადებული ყოველი სუბიექტური და პიროვნული ემოცია.
გიორგი ლობჟანიძე
- ყდა
- თავფურცელი
- რედაქტორისაგან
- ამბავი ცერცვისა და კედლისა
- * * * (აღარ მახსოვს)
- ნანას
- ჩენდლერს
- ზღურბლზე
- აღთქმული ქვეყანა
- ღია ბარათები
- №3
- ტიპი ფეხსახსრიანები
- ოქროს თევზის ხსოვნას
- უხელფასო დღე
- წვიმა, გიორგობა, ნუცა
- „წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი“- ჩენდლერი
- უხერხული კითხვების გარეშე
- Nota Bene
- ჩინური სიმღერა
- გზავნილი წარსულში
- * * * (ერთ დროს გვასწავლეს, რომ)
- ჟურნალისტის თვალთახედვა
- ჯამბაზი
- მარკ სტრიომკინის სტუმარი
- ფოტოფიქსაცია
- ნატო ინგოროყვას
- * * * (შენ ის მითხარი)
- წუხელი სიზმარი ვნახე
- ბარბარობა, 2007
- ოცნებების აკვარიუმი
- №61
- ვარიაციები ჩიტბატონას თემაზე
- ციკლიდან „შამხათ“
- შენამდე
- „ყოფილან ოპიზრები გასაშტერებელი“ ...
- ვიდრე
- გოგიტა არაბულს, პოეტს
- წერილი თემოს
- სალომეა
- წერილი არშემდგარ მეგობარს
- ვერცხლის ქორწილის აღსანიშნავად