კალათა

დეტალურად

„უპირატესობა“ პაატა შამუგიას რიგით მეხუთე პოეტური კრებულია, რომელიც 2010 წელს გამოიცა და ავტორის მიერ ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს აერთიანებს. კრებული თხუთმეტი ლექსისა და ერთი პოემისგან შედგება. პოემის სახელწოდება პაატა შამუგიამ წიგნის სათაურად გამოიტანა. პოემა, როგორც ავტორი ტექსტის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, წარმოადგენს „საბჭოთა დღიურს“. ეს არის ათ თავად დაყოფილი ათი პატარა ამბავი. პაატა შამუგია იმ თაობის წარმომადგენელია, რომლის ლიტერატურაში გამოჩენა ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულს დაემთხვა. ავტორი მისი თაობის ქართველ პოეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ხელწერის მქონეა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სანიშნე
  • კანიბალის ბიბლია
  • პაქტი
  • დილის დოლი
  • გმირი
  • ეზრას
  • კონიუნქტურული „დედაენა“ უცხოელი ტურისტებისათვის
  • მომხდართა ლოცვა
  • ლინგვისტიკის წრე
  • ორიენტირი
  • მეთერთმეტე მცნება
  • ეგზისტენციური ეგზეგეზა
  • შიშინი
  • დიდი ხნის მერე
  • როლების გაცვლა
  • უპირატესობა (პოემა)