კრებულში „კონკიას ღამე“ შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა - „სიტყვა და წიგნი“, „მაყვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატიჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“, „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“. ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით, კრებული ძალზე მრავალფეროვანია. მას წინ უძღვის ესე ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ. ავტორი ესეში ბევრ რამეს ეხება, ჰომეროსიდან დაწყებული „ვეფხისტყაოსნით“ დამთავრებული.
- ყდა
- თავფურცელი
- სიტყვა და წიგნი
- მაყვლიანი
- საოჯახო ქრონიკა
- ხანმოკლე შვებულება
- დაპატიჟება კინოში
- კონკიას ღამე
- მატარებლები გვირაბში შედიან
- განსხვავებული კალიბრის ვაზნა
- გლობალიზაცია