კალათა

დეტალურად

ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულების მიჯნაზე ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში შუმერლებმა შექმნეს ერთ-ერთი პირველი დამწერლობა მსოფლიოში, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ (და მათი გზით სხვა ხალხებსაც) წერილობით აღებეჭდათ და საუკუნეებში გადაეცათ თავიანთი სიტყვიერი შემოქმედება. ამ დროიდან მოყოლებული ათასხუთასი წლის მანძილზე უხსოვარი ტრადიციების მქონე შუმერული მხატვრული სიტყვა მრავალჟანრულ მწერლობად ყალიბდება. მრავალფეროვანია ეს ლიტერატურა: მითოლოგიური და ნახევრადისტორიული ეპოსები, ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობანი და მათი საქმენი საგმირონი, ღვთაებათა მოგზაურობანი ქალაქითი ქალაქად, მეფეთა საომარი და სამშენებლო წარწერები, ღმერთების, ტაძრების, ღვთიური საგნების თუ მოვლენებისადმი მიძღვნილი საგალობლები, მეფეთა სახოტბო პოეზია, იგავები და შეგონებები, არსებათა, საგანთა თუ მოვლენათა გაბაასებანი, ქალაქთა თუ დინასტიათა დამხობის გამო გოდებანი, ინანა-დუმუზის სასიყვარულო დრამა და ლირიკა, ელეგიები და სხვა და სხვა. არ არსებულა ხალხის ყოფა-ცხოვრების რაიმე კუნჭული, რომელიც პოეტური ჟანრის სახით არ ყოფილიყოს წარმოდგენილი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სიტყვა ორ მდინარეს შორის
  • შუმერული
    • სამოთხის მითოსი
    • ენქი და სამყაროს წესრიგი
    • წარღვნის დასასრული
    • ენლილი და ნინლილი
    • ენლილი და ნამზიდთარა
    • ინანა და შუქალეთუდა
    • ინანა და დუმუზი
    • ინანას ნიშნობა
    • ინანა-დუმუზის ტრფიალება
    • დუმუზის ვნებანი
    • დუმუზის სიზმარი
    • დუმუზის აღსასრული
    • ინანა მოთქვამს დუმუზიზე
    • ინანას ჩასვლა ქვესკნელად
    • ინანას გასაჭირი
    • ინანას ზეიმი
    • ინანას სიმღერა
    • ენმერქარი და არათა
    • ენმერქარი და ენსუხგირანა
    • ლუგალბანდა და ანზუდ-ფრთოსანი
    • ლუგალბანდა მთის გამოქვაბულში
    • მართუს ქორწილი
    • ქება დედისა
    • გუდეას სიზმარი
    • გოდება აკლებულ ლაგაშზე
    • თუმალის ისტორია
    • აქადის წყევლა
    • გამარჯვების სიმღერა
    • ურნამუ - არხის მშენებელი
    • ურნამუს დატირება
    • მეფე შულგის სადიდებელი
    • შულგის მოგზაურობა შუმერის ტაძრებში
    • სატრფიალო ჰიმნი მეფე შუსუენასადმი
    • გოდება მეფე იბისუენაზე
    • გოდება ურის დაქცევის გამო
  • აქადური
    • ქვეყნის შესაქმემდე
      • სამყაროს შექმნა
      • (შეთქმულება)
      • (აბზუს დათრგუნვა)
      • (მარდუქის შობა)
      • (ურჩხულთა გაჩენა და ქინგუს აღზევება)
      • (ეას ცდა)
      • (ანუს ცდა)
      • (მარდუქი)
      • (მარდუქის აღზევება)
      • (სალაშქროდ წასვლა)
      • (ბრძოლა თიამათთან)
      • (ცარგვალის შექმნა)
      • (კაცის შექმნა)
    • ნერგალი და ერეშქიგალი
    • ერეშქიგალისა და ნერგალის ქორწინება
    • იშთარის ჩასვლა ქვესკნელად
    • იშთარისადმი
    • ანზუს ეპოსი
    • ერას ეპოსი
      • დაფა პირველი
      • დაფა მეორე
      • დაფა მესამე
      • დაფა მეოთხე
      • დაფა მეხუთე
    • ადაპა
    • ეთანა
      • გველი და არწივი
      • ეთანა და არწივი
    • უმეფობა
    • ლეგენდა შარუქინ აქადელზე
    • ხამურაბი
    • აშურბანიპალის ლოცვა I
    • აშურბანიპალის ლოცვა II
    • ქება ბარსიპას
    • ღამისადმი
    • მდინარისადმი
    • მარილისადმი
    • შობის სიმღერები
    • აშურული ლოცვები
      • სინისადმი
      • გულასადმი I
      • გულასადმი II
      • გირუსადმი
      • ნუსქუსადმი
      • შამაშისადმი
      • მარდუქისადმი
    • შელოცვა
    • უბრალოდ ტანჯულის აღსარება
      • (მართალი ცხოვრება)
      • (სნეულება)
      • (განკურნება)
    • ბედუკუღმართისა და ბრძენკაცის დიალოგი
    • ბატონი და მონა
  • ლექსიკონი
  • სქოლიო