რატომ არიან ადამიანები ნაციის ერთგულნი - ოჯახის, რეგიონის, კლასის და რელიგიის დარად? როდის გარდაიქმნება ნაციონალური იდენტობის ჯანსაღი გრძნობა ავბედით ნაციონალიზმად? რა ეთნიკური საფუძველი აქვს ასე მრავალრიცხოვან თანამედროვე კონფლიქტებს? შესაძლებელია თუ არა ნაციების შექმნა მოდელის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა კოლონიური ან მულტიეთნიკური იმპერიები ინგრევა? შესაძლებელია თუ არა ნაციის ზუსტი განმარტება?
ეს წიგნი ეძღვნება ამგვარი მნიშვნელოვანი და სადავო კითხვების ანალიზს. ენტონი დ. სმიტი სვამს კითხვას: რატომ წარმოიშვა პირველი თანამედროვე ერი-სახელმწიფოები დასავლეთში? იგი მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია, ენა და საერთო სიმბოლიკა ნაციის შეგრძნებას - ბასკების, ქურთების და ტამილების შემთხვევაშიც კი, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოები არა აქვთ. თავის არგუმენტაციას ავტორი წარმოადგენს დეტალური მაგალითების თანხლებით, ყურადღებას ამახვილებს ნაციისადმი მყარი ერთგულების როგორც პოზიტიურ, ისე საზიანო ასპექტებზე; პროვოკაციულ უკანასკნელ თავში კი განიხილავს პოსტ-ნაციონალური მსოფლიოს პერსპექტივებს.
ავტორის შესახებ: ენტონი დ. სმიტი არის ლონდონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მისი სხვა ნაშრომებია: Theories of Nationalism, The Concept of Social Change, Nationalism in the Twentieth Century, The Ethnic Revival, State and Nation in the Third World, The Ethnic Origins of Nations.
- ყდა
- თავფურცელი
- შესავალი
- თავი 1 ნაციონალური და სხვა იდენტობები
- იდენტობათა სიმრავლე
- „ნაციონალური“ იდენტობის ელემენტები
- ნაციონალური იდენტობის ზოგიერთი ფუნქცია და პრობლემა
- თავი 2 ნაციონალური იდენტობის ეთნიკური საფუძველი
- ეთნი და ეთნოგენეზი
- ეთნიკური ცვლილება, რღვევა და თვითგადარჩენა
- „ეთნიკური ბირთვები“ და ნაციების ფორმირება
- თავი 3 ნაციების აღმოცენება
- ნაციები ნაციონალიზმის აღმოცენებამდე?
- ეთნიკური ერთობის ტიპები
- ლატერალური
- პირველი ნაციები?
- „ვერტიკალური“
- მოდერნული და ძველი ნაციაში
- თავი 4 ნაციონალიზმი და კულტურული იდენტობა
- ნაციონალიზმი: იდეოლოგია, ენა, განწყობა
- ნაციონალიზმის ტიპები
- ნაციონალიზმის კულტურული მატრიცა
- ინტელექტუალები და ნაციონალისტური კულტურა
- თავი 5 დაგეგმილი ნაციები?
- იმპერიების ნაციებად გარდაქმნა
- კოლონიების ნაციებად გარდაქმნა
- ნაციების „გამოგონება“?
- ინტელიგენციის „სამოქალაქო ნაცია“
- თავი 6 სეპარატიზმი და მულტინაციონალიზმი
- დემოტური ეთნონაციონალიზმის (დროდადრო) განმეორება
- ეთნიკური სეპარატიზმი ძველი იმპერიებიდან
- ეთნიკური სეპარატიზმი პოსტკოლონიურ სახელმწიფოებში
- სეპარატიზმი და ავტონომიზმი ინდუსტრიულ საზოგადოებაში
- თავი 7 ნაციონალური იდენტობის მიღმა?
- სუპრანაციონალიზმი: ფედერალური და რეგიონული იდენტობები?
- ახალი ტრანსნაციონალური ძალები
- კოსმოპოლიტიზმი და გლობალური კულტურა?
- „ეთნოისტორიების“ გამოყენება
- გეოპოლიტიკა და ნაციონალური კაპიტალიზმი
- ნაციონალიზმი ნაციებს მიღმა?
- დასკვნა
- სქოლიო