წიგნი წარმოადგენს ბიზნეს-ანალიტიკური ჟურნალის - „სტრატეგია და ორგანიზაცია“ - საუკეთესო სტატიების კრებულს მენეჯმენტის თემაზე. ის განკუთვნილია როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ და სამთავრობო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს თემა უბრალოდ საინტერესო ან/და მნიშვნელოვანია.
წიგნში მოცემულია სტატიები წარმატებული ორგანიზაციებისა და მათი წარმატების მიზეზების შესახებ, სხვადასხვა რჩევები, შეხედულებები და თეორიული მოსაზრებები კომპანიების მართვასთან, მართვის სისტემებთან და სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებით.
წიგნში შესული თემები და საკითხები ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ მრავალწლიან გამოცდილებას და მსოფლიოს უახლეს მიგნებებს ამ სფეროში, რასაც ავტორთა ჯგუფი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდა და აანალიზებდა.
- ყდა
- თავფურცელი
- საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა
- ქართველი მენეჯერის აღსარება
- მარკეტინგის ახლებური ხედვის 5 მნიშვნელოვანი კომპონენტი
- გუნდის მართვის მარტივი ხერხი
- ყველაზე გავრცელებული ხარვეზები ქართული კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურებში
- პირდაპირი გაყიდვების 3 დებულება
- ყველაზე გავრცელებული პრობლემები ქართულ ორგანიზაციებში
- სამი მთავარი კითხვა გაყიდვების გასაზრდელად
- გახადეთ თქვენი კომპანია უფრო საინტერესო
- თითქმის იდეალური გუნდი
- კლიენტების კმაყოფილების ზრდის მცირებიუჯეტიანი საშუალებები
- ქართულ ორგანიზაციებში ჩატარებული შეხვედრები და განხილვები რომ უფრო ნაყოფიერი გახდეს
- თანამშრომლების 360 გრადუსიანი შეფასების სისტემა
- შეინარჩუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტები და კრიზისი გაცილებით ადვილი გადასატანი გახდება
- ქართული სტრატეგიის სამი თავისებურება
- კლიენტების აზრი
- გიგანტიზმის სინდრომი
- უფრო მეტი საინტერესო, ორიგინალური და ღირებული იდეა
- კაპიტანმა იცის, საით მიჰყავს გემი
- დამატებითი ბენეფიტები თანამშრომლებისათვის
- მცირე საწარმოებისათვის ტიპიური სამი პრობლემა და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზა
- როგორ ვიმუშაოთ უკეთესად
- მოტივაციის მცირებიუჯეტიანი სისტემები
- გარდატეხის ასაკი ბიზნესში
- ლოიალობის პროგრამების წარმატება
- ბიზნეს მოდელის ცვლილება - ერთ-ერთი (ან ერთადერთი) გადარჩენის შანსი კრიზისის დროს
- შედეგებზე მიბმული ანაზღაურების სქემები
- უკეთესი მომავალი იწყება ხედვით
- ის, რის გამოც ორგანიზაციები არსებობენ
- პოსტკრიზისული გარდაქმნები