კალათა

დეტალურად

თქვენს წინაშეა ანტიკურობის ერთ-ერთი შედევრი, მსოფლიო ლიტერატურის ონავარი, ორიათას ხუთასი წლის მხიარული და ფერგაუმკრთალი „ბაყაყებისა და თაგვების ომი“. ზღაპრულ ხანაში, როდესაც ცხოველები ერთმანეთს ადამიანის ენაზე ელაპარაკებოდნენ, მოხდა გრანდიოზული ომი თაგვებსა და ბაყაყებს შორის... ეს პატარა წიგნი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს: სერიოზულიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია. საკმარისია სმენა გავიმახვილოთ და კეთილშობილური ირონიით აღვიჭურვოთ, რომ მავანთა რიხიანი და პომპეზური საუბარი უმალ უსაგნო ყიყინად ან საწყალობელ წრუწუნად ჩაგვესმას.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • გამომცემლისაგან
  • შესავალი
  • ბაყაყებისა და თაგვების ომი
  • სქოლიო