კალათა

დეტალურად

რატი რატიანისთვის დამახასიათებელია ის, რაც ასე აკლია ბევრ თანამედროვე ქართველ მწერალს - მას აქვს საკუთარი, გამორჩეული სამწერლო ენა, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებს და შეუძლებელია, სხვაში აგერიოს. ერთი ხელის მოსმით ინგრევა მითი „დამწყები“ მწერლის შესახებ, რომელიც ჯერ ძიებაშია, სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება და საკუთარი, ორიგინალური ენა ვერ უპოვია. ამ ავტორმა ეს დასაწყისშივე მოახერხა, რამდენიმე წლის წინ, როცა პირველად გამოჩნდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში თავისი მოთხრობებით. რატიანის მოთხრობების ენას მე პირადად „რომანის ენას“ დავარქმევდი, დინჯი, აუღელვებელი თხრობა, დეტალიზაციის შესაშური სიზუსტე და რთული სინტაქსური კომპოზიცია - ეს ელემენტები შეადგენენ ნამდვილ პროზას, რომელიც მოკლებულია ფსევდოიმპრესიონისტურ ჩანახარუტობასა და მოყირჭებულ ნატურალიზმს (ქალაქური სლენგით დაწყებული, სხვადასხვა კილო-კავებით დამთავრებული), რაც უკვე მრავალია წელია ქართული მცირე პროზის ავადსახსენებელ „სავაჭრო ნიშნად“ იქცა. რატი რატიანი იმ იშვიათ გამონაკლისებს მიუკეთვნება, ვინც თხრობის მკვეთრად ინდივიდუალურ სტილს მიაგნო, რომელიც ზუსტად ერგება მისი მოთხრობების „ურბანულ“ თემატიკას. ურბანულობა და რომანის ენა შემთხვევით არ მიხსენებია ერთ კონტექსტში: რატიანის მოთხრობების პირველი კრებული (რომელშიც მისი ტექსტების მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილია შეტანილი) იმედს მაძლევს, რომ ამ ავტორისგან ასე ნანატრ, თანამედროვე, გამართულ და სერიოზულ ქართულ რომანს უნდა ველოდოთ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სიკვდილი „ნოეს კიდობანში“
  • Bravo Pour Le Clown
  • ჩემს მეგობარ პოეტს
  • ბუდე
  • ნაციის დაბადების დღე
  • შიშველი მეფე
  • შენი, ჩემი და კიდევ ერთის ამბავი