ფრანც კაფკას თხრობის მანერა მის ყველა ნაწარმოებში სიმბოლურ-ალეგორიულია. პირობითი და აბსტრაქტულია „პროცესის“ მოქმედების ფონიც. რომანის მთავარი გმირი, ბანკის მოხელე იოზეფ კ. სრულიად უმწეო აღმოჩნდება გაურკვეველი და ულმობელი სამსჯავროსწინაშე.კაფკას უმთავრესი მწერლური ღირსებაა - გააღვიძოს ადამიანში პასუხისმგებლობის გრძნობა: „ნუ დავიმშვიდებთ თავს, რომ დამნაშავენი სხვები არიან, ხოლო ჩვენ უნაკლონი ვართ; ვიყოთ ადამიანები, ვცადოთ ადამიანებად ყოფნა“ - ასეთია მისი მრწამსი...
- თავი პირველი - დაპატიმრება. საუბარი ფრაუ გრუბახთან. ფროილაინ ბიურსთნერი
- თავი მეორე - პირველი დაკითხვა
- თავი მესამე - ცარიელ სხდომათა დარბაზში. სტუდენტი. კანცელარიები
- თავი მეოთხე - ფროილაინ ბიურსთნერის მეგობარი ქალი
- თავი მეხუთე - გამწკეპლავი
- თავი მეექვსე - ბიძა ლენი
- თავი მეშვიდე - ვექილი. ფაბრიკანტი. მხატვარი
- თავი მერვე - კომერსანტი ბლოკი. ვექილისათვის უარის თქმა
- თავი მეცხრე - ტაძარში
- თავი მეათე - დასასრული