აბსურდისტანი – ეს ქვეყანაა, სადაც ყველაფერი აბსურდია: მუსიკა, გართობა, თვით ცხოვრებაც კი. ეს ქვეყანა არსებობდა. და ახლაც შეუძლია არსებობა ნებისმიერ ადგილას, სადაც არ ესმით სიტყვა – თავისუფლება.
XX საუკუნეში თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გამოვლინება – როკ-მუსიკა, ცივილიზებულმა სამყარომ 60-იანი წლებიდან გაითავისა. ეს ერთ-ერთი დასავლური „სენი“ იყო, რომელსაც საბჭოთა აბსურდისტანი ძალიან უფრთხოდა ადამიანებზე მისი უზომო გავლენის გამო.
ამ წიგნის მთავარი პერსონაჟიც სწორედ როკია. მაგრამ როკი არა დასავლეთში, არამედ სწორედ 80-90-იანი წლების საბჭოთა საქართველოში – მეკობრული რადიოტალღებით დაჭერილი, არალეგალურად შემოტანილი, „დაპისკებით“ გავრცელებული, თავისუფლებასთან ასოცირებული მოვლენა, რომელიც საბჭოთა მელომანებისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ მუსიკა.
- ყდა
- თავფურცელი
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- თავი მერვე
- თავი მეცხრე
- თავი მეათე
- თავი მეთერთმეტე
- თავი მეთორმეტე
- თავი მეცამეტე
- თავი მეთოთხმეტე
- თავი მეთხუთმეტე
- თავი მეთექვსმეტე
- თავი მეჩვიდმეტე
- თავი მეთვრამეტე
- თავი მეცხრამეტე
- თავი მეოცე