კალათა

დეტალურად

დღეს ლიდერის როლის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა. სტერეოტიპული მოსაზრებები მკაცრი, საკუთარ გადაწყვეტილებებში დარწმუნებული, ავტოკრატი ლიდერის შესახებ წარსულს ჩაბარდა. როგორი ლიდერი ასოცირდება წარმატებასთან დღეს? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას? ან როგორი ლიდერები არიან მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ორგანიზაციების მმართველები? წიგნი წარმოადგენს ბიზნეს-ანალიტიკური ჟურნალის „სტრატეგია და ორგანიზაცია“ საუკეთესო სტატიების კრებულს ლიდერობის თემაზე. იგი გათვალისწინებულია როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ და სამთავრობო სექტორში მომუშავე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის. ასევე ყველა იმათთვის, ვისთვისაც ეს თემა უბრალოდ საინტერესო ან/და მნიშვნელოვანია. წიგნში მოცემულია სტატიები გამორჩეული ორგანიზაციების, წარმატებული ლიდერებისა და მათი მიღწევების მიზეზების შესახებ, სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული მოსაზრებები, შეხედულებები და დასკვნები, რომელიც თანამედროვე ორგანიზაციებში, ლიდერობისთვის გადამწყვეტია. წიგნში შესული თემები და საკითხები ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ (www.synergy.ge) მრავალწლიან გამოცდილებას და მსოფლიოს უახლეს მიგნებებს ამ სფეროში, რასაც ავტორთა ჯგუფი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდა, აანალიზებდა და იყენებდა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • მენეჯერთა ერა
  • არასოდეს დაისახო მიზანი?!
  • დაამარცხო დრო
  • არშემდგარი შობის ღამე
  • მეხუთე დონის მენეჯერები
  • ქალი, რომელიც ქმნიდა ამინდს
  • ვის უნდა გახდეს მილიონერი?!
  • იყავი ძლიერი, მართე სტრესი
  • ნამდვილი ლიდერის სახე
  • ახალი თაობის მენეჯერები
  • როგორ გავხდეთ „კაი ტიპი“
  • ჯეი პი მორგანი
  • მოლაპარაკების მართვის ხელოვნება
  • როგორ ავაშენოთ ურთიერთობები
  • ვენდელინ ვიდეკინგი პორშეში
  • საქმის წარუმატებლობის 6 მიზეზი
  • მოსწრების ხელოვნება
  • ჰოვარდ შულცი - უბრალოდ ლიდერი
  • პროაქტიული და რეაქტიული ადამიანები