კალათა

დეტალურად

იმ დროს, როდესაც ისლანდიაში ვულკანი ეიაფიალაიოკული იწყებს ამოფრქვევას და ევროპის ცა ფერფლით იფარება, ხოლო ავიაკომპანიები ერთიმეორის მიყოლებით აუქმებენ რეისებს, თბილისში, მთაწმინდაზე, ნიკო და ნინო გოროზიები გიორგი გურჯიევის სულს იძახებენ თეფშის დატრიალებით, სიბნელიდან საშუალო სიმაღლის, დონდლო ტანის მოხუცი გამოდის, რაღაცით სელაპს ჩამოგავს. ესაა გურჯიევი – ფილოსოფოსი, გიმნასტი, იოგი და მოგვი. იმ ღამიდან გურჯიევი ახალგაზრდა ცოლ-ქმართან რჩება, მთელი დღეების განმავლობაში იგი გატაცებით ადევნებს თვალს სერიალებს, ეცნობა ინტერნეტსაიტებს, ფეისბუქზე საკუთარ კედელსაც კი ხსნის. ერთ მშვენიერ დღეს გურჯიევი გოროზიებს ფულის შოვნაში ეხმარება. კერძოდ, ერთ-ერთ მდიდარ მეზობელს იტაცებენ, რომელსაც გამოსასყიდს – მილიონ ევროს თხოვენ. გოროზიებისა და გიორგი გურჯიევის უცნაური და სრულიად ფანტასტიკური თავგადასავალიც აქედან იწყება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • 1. ღამის სეანსი
    • ცეკვის მასწავლებელი
    • სარეკლამო ბლოკადა
  • 2. მეოთხე გზა
    • მზაკვრული გეგმა
    • თურქული ბლოკბასტერი
    • დილის ფერიცვალება
  • 3. შოკოლადის ულვაშები
    • ბამბის ფეხები
    • სოკოს მჭამელი
    • მრუდი სარკეების სამეფო
  • 4. კონდორის სამი ყლე
    • ზეფირის სტალინი
    • ნეფრიტის იმპერატორი
    • გალობანი სინანულისანი
  • 5. ძველი უნივერსალი
    • მომღერალი ლოქო
    • გასტრონომიული პიეტა
    • გასაბერი ანგელოზი
  • სქოლიო