ამ წიგნში გრძელი ღამით და მარტოობით შეწუხებული კაცი საკუთარ ნალიას ანგრევს, რომ ნადზე მოსულმა სოფელმა ცოტა ხნით მაინც იხსნას გულისგამაწვრილებელი ლოდინისაგან.
სასაფლაოს გვერდით მცხოვრებმა ძუნწმა კაცმა თავისი ეზო საფლავის მიწებად გაყიდა და როცა სასაფლაო ზედ კიბეზე მოადგა, გული გაუსკდა.
ბებერმა მეარღნემ სიძეს უარი ვერ აკადრა და ერთხელ კიდევ, უკანასკნელად აიკიდა მძიმე არღანი ხალხის წინაშე თავისი კაცური ვალის მოსახდელად...
არის ქალაქი, სადაც მოყვასისაგან გულაჩუყებულმა მძღოლმა შეიძლება ტრამვაი გადააყენოს ალალი კაცის პატივსაცემად; არის ქვეყანა, სადაც ერთფეროვანი დღეებით თავგაბეზრებულმა მეჯინიბემ შეიძლება ჭიშკარი გააღოს და დოღის ცხენები ქუჩაში გამორეკოს.
რ. მიშველაძე
- ყდა
- თავფურცელი
- კაცნი
- სიკეთე
- ამბერკი
- მსაჯი
- მარტვილი
- დამნაშავე
- დავითი
- სიტყვა
- მეშარვლე
- ბიძგი
- თიხის ერთი ფირფიტა
- მარტო
- ექიმი
- ბებერი
- მეთოკე
- დოღი
- აბესალომ
- შემთხვევა
- მოსე
- სამნი
- მე ვარ...
- პოპულარული
- აეროდრომი აღარ არის
- ქორეოგრაფი
- ცხენი
- ცხვარი
- პატრონი
- ვარლამი
- სუსტი
- უსაფლავო კაცი